პრივატიზაციის საკითხის მიმოხილვა2945 2012.10.18
პრივატიზაციის საკითხის მიმოხილვა
პრივატიზებაანპრივატიზაცია, ასევედენაციონალიზაციაარის საკუთრების სახალხო საკუთრებიდან კერძო მფლობელობაში ტრანსფორმაციის პროცესი, ან რაიმე სამსახურის ან სერვისის მართვის სახელმწიფოდან კერძო სექტორში გადაყვანა. საწინააღმდეგო პროცესსნაციონალიზება ან მუნიციპალიზაცია ჰქვია. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით პრივატიზება ეს არის ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლო გადაცემის ფორმებით, აგრეთვე

წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური ან იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით. პოსტსაბჭოთა კავშირის სახელმწიფოებში, ასევე საქართველოში, აქტიურია პრივატიზების საკითხები საცხოვრებელ სახლებთან მიმართებაში, თუმცა მათ შორისაც არსებობს განსხვავება, თუ სად, როგორ და რა წესების მიხედვით უნდა მივმართოთ კომპეტენტურ ორგანოს ბინის პრივატიზაციასთან დაკავშირებით. როგორც წესი, ბინის პრივატიზებაზე კომპეტენტური ორგანო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებია, თუმცა სამხედრო და კოოპერატივის მრავალსართულიანი ბინების პრივატიზების საკითხზე კომპეტენტურ ორგანოს საჯარო რეესტრის ტერიტორიული ორგანოები წარმოადგენს.

სხვა სიახლეები
19 ოქტ

როგორ ხდება ცოლ-ქმრის ერთობლივი ქონების გაყოფა?

16 ოქტ

რა ვადაში გადადის ვალი ხანდაზმულობაში საქართველოში?

12 ოქტ

რა უნდა შევამოწმოთ ბინის ყიდვამდე საჯარო რეესტრში?

09 ოქტ

როგორ დავარეგისტრიროთ შპს: საჭირო დოკუმენტები და ეტაპები

07 ოქტ

როდის არის თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონო?

30 სექ

უწყების ჩაბარება ოჯახის წევრის მიერ

15 სექ

მემკვიდრეობით მიღებული ვალები გადადის მემკვიდრეზე?

14 მაი

დაუსწრებელი გადაწყვეტილება: რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს?

24 მარ

როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...

06 მარ

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება