2012 წლის 16 ნოემბერი755 2012.11.16
2012 წლის 16 ნოემბერი
მოგესალმებით, დღეს 2012 წლის 16 ნოემბერია. პირველ რიგში გილოცავთ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს. დღევანდელი დღე კვლავ სიახლეებით იყო სავსე... ჩვენმა საადვოკატო ბიურომ უამრავი უფასო კონსულტაცია გასცა და აწარმოა მოლაპარაკებები საქმის წარმოებისათვის. ტრაფარეტულად რომ არ გამოგვივიდეს მხოლოდ რიცხვებით საუბარი, გადავწყვიტეთ გიამბოთ კონსულტაციებისას და საქმის წარმოებისას მიღებული საინტერესო ინფორმაციები.  დღეს ჩვენს ბიუროში გვესტუმრა ყოფილი მაღალჩინოსანი (მის სახელს, გვარს და იდენტიფიცირებისათვის საჭირო ინფორმაციას შეგნებულად არ ვასახელებთ), რომელიც, მისი განცხადებით, ცრუ ბრალდებით დააკავეს. მას ბრალად დასდეს იარაღის უკანონო შეძენა–ტარება. მისი განცხადებით, სასამართლომ მას ოფიციალურად 500 ლარი დააკისრა ჯარიმის სახთ, ხოლო საქმის მწარმოებელი მაღალჩინოსნების მითითებით კერძო ანგარიშზე 200 ათასი აშშ დოლარის გადახდევინება მოსთხოვეს. იგი იძულებული გახდა აღნიშნული თანხა შეეტანა მითითებულ ანგარიშზე. ყოფილი მაღალჩინოსანი აპირებს მიმართოს სასამართლოს დარღვეული უფლების დასაცავად. საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტაციას მომზადება ჩვენი ბიუროს ადვოკატებმა ითავეს. აღსანიშნავია ისიც, რომ skype-ს მეშვეობით დაგვიკავშირდა ერთერთი პირი, რომელსაც სურს განახორციელოს ინვესტიცია და გახსნას უკრაინული ფირმის წარმომადგენლობა საქართველოში. ჩვენს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ფირმის წარმომადგენლობითი სუბიექტის რეგისტრაციას და იურიდიულ მომსახურებას ჩვენი საადვოკატო ბიურო უზრუნველყოფს.