ექიმის სერტიფიცირება საქართველოში2714 2012.10.20
ექიმის სერტიფიცირება საქართველოში
საქართველოში ექიმების საქმიანობას აწესრიგებს სპეციალური კანონი, რომლის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი პროფესიული განათლება და პრაქტიკული მომზადება, მის პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესება, მისი უფლებების დაცვა, აგრეთვე ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების საექიმო საქმიანობაში დამკვიდრებით საქართველოს მოსახლეობის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. არსებობს ცნება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის შესახებ. მსურს კონკრეტულად განგიმარტოთ რას მოიცავს ეს ტერმინი: დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი და ამ კანონითდადგენილი წესით მიიღო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი. აქვე უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი კანონის დათქმა, საქართველოში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისასსავალდებულოასაქართველოს სახელმწიფო ენის ცოდნა,გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უცხოქვეყნის სპეციალისტი ეწევა დროებით დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას ან ახორციელებს ერთჯერად სამედიცინო მომსახურებას. რა თქმა უდნა საქმის კურსში ხართ, რომ საექიმო საქმიანობისთვის აუცილებელია სპეციალური სახელმწიფო სერტიფიკატი. ეს არის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა, რომელიც განსაზღვრავს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ფარგლებსა და ვადას. სერტიფიკატი მოიცავს: საექიმო პერსონალის პროფესიული ცოდნის დონისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასებას; საექიმო პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის სახელმწიფო სერტიფიკატით გათვალისწინებულ პროფესიულ საქმიანობასთან შესაბამისობის განსაზღვრას. სახელმწიფო სერტიფიკატის გამცემი ორგანოა სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭო. საბჭო იქმნება სამინისტროსთან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. მისი თავმჯდომარეა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. საბჭო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ განცხადების წარდგენიდან 30 დღეში. იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი საფიძვლები არსებობს სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმისთვის, მოგახსენებთ, რომ ეს მაშინ ხდება როდესაც: სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს; სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი ითხოვს სახელმწიფო სერტიფიკატს იმ საქმიანობისათვის, რომლის უფლებაც მას უკვე ჩამოართვა სასამართლომ; სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს შეჩერებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება და არ არის აღმოფხვრილი შეჩერების საფუძველი. აკრძალულია სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტთა რაოდენობის შეზღუდვის მოტივით. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 5 წელი მისი გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. ამ ვადის გასვლის შემდეგ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა ხელახლა უნდა გაიაროს ახალი სერტიფიცირება.