მოსამართლესთან აკრძალული კომუნიკაციის სახეები856 2012.10.19
მოსამართლესთან აკრძალული კომუნიკაციის სახეები
როდესაც ირღვევა ჩვენი უფლებები, როდესაც ვინმეს ვუჩივით, როდესაც უბრალოდ გვინდა ჭეშმარიტი ფაქტობრივი გარემოების დადგენა, არის ადამიანი, რომელსაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება უნდა ვანდოთ. ეს ადამიანი კი რა თქმა უნდა მოსამართლეა. მის თითოეულ სიტყას სავალდებულოდ შესასრულებელი ძალა გააჩნია და მის გადაწყვეტილებას უნდა დავემორჩილოთ. რაღა თქმა უნდა, ჩვენ განაჩენის თუ განჩინების გასაჩივრების სრული უფლება გვაქვს, თუ ჩავთვლით რომ გადაწყვეტილება არ შეესაბამება არსებულ გარემოებას, მაგრამ გადაწყვეტილებას ამ შემთხვევაშიც მოსამართლე იღებს.