საადვოკატო ბიურო „OK & CG“ - ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი -  წლების მანძილზე წარმატებით მოღვაწეობს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და კლიენტებს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.   ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად იმისთვის, რომ კლიენტებისთვის შევქმნათ კომფორტული, მოქნილი, სწრაფი და მაღალი ხარისხის მომსახურება - სწორედ ამით გამოირჩევა „OK&CG“ სხვა საადვოკატო ბიუროებისგან.   „OK&CG“-ის მთავარი პრინციპი სანდოობაა, სწორედ ამიტომ, ჩვენთან კლიენტების კონფიდენციალურობა 100%-ით დაცულია!  ბიურო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს წარმომადგენლობით მომსახურებას უწევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის, საგადასახადო, ფინანსურ საკითხებზე სასამართლოში, არბიტრაჟში, მესამე პირებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებში; იგი სამართლებრივ დახმარებას უწევს კლიენტებს დოკუმენტების მომზადებაში, ეწევა უფასო იურიდიულ კონსულტაციას, როგორც პირადად, ოფისში გასაუბრებით, ასევე ონლაინ რეჟიმით.   

სალომე მაისურაძე
ადვოკატი

 2017 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 2017 წელსვე ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე, კერძო სამართლის მიმართულებით.

 

 

 2013-17 წლებში, საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში,  რამდენჯერმე გახდა პროგრამის, „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“,  სტიპენდიანტი.

2015 წლის დეკემბრიდან იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის პრაქტიკანტი.

2015 წელს გაიარა სტაჟირების კურსი დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტში.

2016 წელს გაიარა 3-თვიანი სტაჟირების კურსი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროში.

2016 წელს გადიოდა სტაჟირებას ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრში.

2017 წლის დეკემბერში წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

2017 წლის იანვრიდან იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრში კონსულტანტის/ადვოკატის თანაშემწე.

 

 მონაწილეობა აქვს მიღებული ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციისა და დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ტრეინინგებში.

 

თავისუფლად ფლობს ქართულ და ინგლისურ ენებს, ასევე საშუალო დონეზე ფლობს რუსულ ენას.

 

 სალომე დღეს საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის გუნდის წევრია. იგი 2017 წლის ოქტომბრიდან დღემდე  ადვოკატის თანაშემწეა.

593 53 24 42Maisuradze_salo@yahoo.com