საადვოკატო ბიურო „OK & CG“ - ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი -  წლების მანძილზე წარმატებით მოღვაწეობს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და კლიენტებს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.   ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად იმისთვის, რომ კლიენტებისთვის შევქმნათ კომფორტული, მოქნილი, სწრაფი და მაღალი ხარისხის მომსახურება - სწორედ ამით გამოირჩევა „OK&CG“ სხვა საადვოკატო ბიუროებისგან.   „OK&CG“-ის მთავარი პრინციპი სანდოობაა, სწორედ ამიტომ, ჩვენთან კლიენტების კონფიდენციალურობა 100%-ით დაცულია!  ბიურო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს წარმომადგენლობით მომსახურებას უწევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის, საგადასახადო, ფინანსურ საკითხებზე სასამართლოში, არბიტრაჟში, მესამე პირებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებში; იგი სამართლებრივ დახმარებას უწევს კლიენტებს დოკუმენტების მომზადებაში, ეწევა უფასო იურიდიულ კონსულტაციას, როგორც პირადად, ოფისში გასაუბრებით, ასევე ონლაინ რეჟიმით.   

დათო კესარელი
ადვოკატი

2017 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2017-2019 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.

2018-2019 წლებში სწავლობდა ლა კორუნიას უნივერსიტეტის (ესპანეთი), სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.

დათო საადვოკატო ბიუროში მუშაობამდე სტაჟირებას გადიოდა „დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტში“. გავლილი აქვს „განათლებისა და მართვის გუნდის“ ტრეინინგ-კურსები ლიდერობასა და მენეჯმენტში. ასევე, გაიარა საქართველოს „საავტორო უფლებათა ასოციაციის“ ტრეინინგ კურსი საავტორო სამართალში, მონაწილეობდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზამთრის სკოლა 2017“-ში. თავისუფლად ფლობს ინგლისურ ენას. 

დათომ ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სამართლის სპეციალიზაციით და გახლავთ ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

 ამჟამად, დათო  საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს გუნდის წევრია. იგი ადვოკატის პოზიციაზე 2016 წლიდან მუშაობს.

DATOKESARELI@GMAIL.COM032 2 47 67 67 / 032 2 47 87 87