საადვოკატო ბიურო „OK & CG“ - ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი -  წლების მანძილზე წარმატებით მოღვაწეობს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და კლიენტებს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.   ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად იმისთვის, რომ კლიენტებისთვის შევქმნათ კომფორტული, მოქნილი, სწრაფი და მაღალი ხარისხის მომსახურება - სწორედ ამით გამოირჩევა „OK&CG“ სხვა საადვოკატო ბიუროებისგან.   „OK&CG“-ის მთავარი პრინციპი სანდოობაა, სწორედ ამიტომ, ჩვენთან კლიენტების კონფიდენციალურობა 100%-ით დაცულია!  ბიურო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს წარმომადგენლობით მომსახურებას უწევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის, საგადასახადო, ფინანსურ საკითხებზე სასამართლოში, არბიტრაჟში, მესამე პირებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებში; იგი სამართლებრივ დახმარებას უწევს კლიენტებს დოკუმენტების მომზადებაში, ეწევა იურიდიულ კონსულტაციას, როგორც პირადად, ოფისში გასაუბრებით, ასევე ონლაინ რეჟიმით.   

ირაკლი კაკიაშვილი
სტაჟიორი

2020 წელს დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლისა და პოლიტიკის საბაკალავრო პროგრამა.

2019 წელს გაიარა სტაჟირება კორპორაცია ევექსის იურიდიულ დეპარტამენტში

2019-2021 წლებში ირაკლი მუშაობდა ტელეკომპანია POSTV - ში ადვოკატის თანაშემწედ

2021-2022 წლებში ირაკლი კაკიაშვილმა გაიარა სტაჟირების 6 თვიანი კურსი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში

2022 წელს მუშაობდა საქართველოს მელიორაციის იურიდიულ დეპარტამენტში იურისტის თანაშემწედ

2022 წელს ირაკლი კაკიაშვილმა ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით

 

032 2 47 67 67 / 032 2 47 87 87INFO@MYADVOKAT.GE