საადვოკატო ბიურო „OK & CG“ - ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი -  წლების მანძილზე წარმატებით მოღვაწეობს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და კლიენტებს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.   ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად იმისთვის, რომ კლიენტებისთვის შევქმნათ კომფორტული, მოქნილი, სწრაფი და მაღალი ხარისხის მომსახურება - სწორედ ამით გამოირჩევა „OK&CG“ სხვა საადვოკატო ბიუროებისგან.   „OK&CG“-ის მთავარი პრინციპი სანდოობაა, სწორედ ამიტომ, ჩვენთან კლიენტების კონფიდენციალურობა 100%-ით დაცულია!  ბიურო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს წარმომადგენლობით მომსახურებას უწევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის, საგადასახადო, ფინანსურ საკითხებზე სასამართლოში, არბიტრაჟში, მესამე პირებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებში; იგი სამართლებრივ დახმარებას უწევს კლიენტებს დოკუმენტების მომზადებაში, ეწევა იურიდიულ კონსულტაციას, როგორც პირადად, ოფისში გასაუბრებით, ასევე ონლაინ რეჟიმით.   

ნინო ხარებავა
სტაჟიორი

2022 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მოიპოვა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2022 წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე, კერძო სამართლის მიმართულებით,

მონაწილეობა აქვს მიღებულ არაერთ ტრენინგსა და პროექტში, როგორც საქართველოში, ისე - საქართველოს ფარგლებს გარეთ.

2022 წელს იმყოფებოდა რუმინეთში, ბაკეუში, „Erasmus+“-ის მიერ ორგანიზებული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.

გავლილი აქვს სტაჟირება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ - იურიდიულ კლინიკა „ჩემი ადვოკატი"-ში ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.

2023 წლის იანვრიდან ნინო საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის გუნდის წევრია.

 

 

032 2 47 67 67 / 032 2 47 87 87INFO@MYADVOKAT.GE