საადვოკატო ბიურო „OK & CG“ - ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი -  წლების მანძილზე წარმატებით მოღვაწეობს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და კლიენტებს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.   ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად იმისთვის, რომ კლიენტებისთვის შევქმნათ კომფორტული, მოქნილი, სწრაფი და მაღალი ხარისხის მომსახურება - სწორედ ამით გამოირჩევა „OK&CG“ სხვა საადვოკატო ბიუროებისგან.   „OK&CG“-ის მთავარი პრინციპი სანდოობაა, სწორედ ამიტომ, ჩვენთან კლიენტების კონფიდენციალურობა 100%-ით დაცულია!  ბიურო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს წარმომადგენლობით მომსახურებას უწევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის, საგადასახადო, ფინანსურ საკითხებზე სასამართლოში, არბიტრაჟში, მესამე პირებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებში; იგი სამართლებრივ დახმარებას უწევს კლიენტებს დოკუმენტების მომზადებაში, ეწევა იურიდიულ კონსულტაციას, როგორც პირადად, ოფისში გასაუბრებით, ასევე ონლაინ რეჟიმით.   

რატი კეზევაძე
სტაჟიორი

2017 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხით. 2017 წელს ამავე უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე;

2022 წელს  ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.  2023 წლიდან დღემდე გადის  ადვოკატთა პროფესიული ადაპტაციის პროგრამას;

2016 წელს გავლილი აქვს სტაჟირება იურიდიული კლინიკა „ჩემი ადვოკატი“-ში;

2017 წლის აგვისტოდან 2022 წლის მარტამდე მუშაობდა სს,,საქართველოს ბანკში“  საშუალო ვალდებულებების მართვის ოფიცრის პოზიციაზე.

2022 წლის მარტიდან რატი იურიდიული კომპანია ,,OK&CG“-ის გუნდის წევრია

 

INFO@MYADVOKAT.GE032 2 47 67 67 / 032 2 47 87 87