საადვოკატო ბიურო „OK & CG“ - ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი -  წლების მანძილზე წარმატებით მოღვაწეობს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და კლიენტებს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.   ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად იმისთვის, რომ კლიენტებისთვის შევქმნათ კომფორტული, მოქნილი, სწრაფი და მაღალი ხარისხის მომსახურება - სწორედ ამით გამოირჩევა „OK&CG“ სხვა საადვოკატო ბიუროებისგან.   „OK&CG“-ის მთავარი პრინციპი სანდოობაა, სწორედ ამიტომ, ჩვენთან კლიენტების კონფიდენციალურობა 100%-ით დაცულია!  ბიურო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს წარმომადგენლობით მომსახურებას უწევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის, საგადასახადო, ფინანსურ საკითხებზე სასამართლოში, არბიტრაჟში, მესამე პირებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებში; იგი სამართლებრივ დახმარებას უწევს კლიენტებს დოკუმენტების მომზადებაში, ეწევა იურიდიულ კონსულტაციას, როგორც პირადად, ოფისში გასაუბრებით, ასევე ონლაინ რეჟიმით.   

იაკობ დიაკონიძე
ადვოკატი

2019 წელს დაამთავრა კავკასისს საერთაშორისო უნივერსიტეტი, სამართლის ბაკალავრის აკადემიური  ხარისხით.

2020 წელს ჩააბარა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე, კერძო სამართლის მიმართულებით. 2020 წელსვე მოიპოვა ადვოკატის კვალიფიკაცია - ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. 2021-2022 წლებში კი გაიარა ადვოკატთა პროფესიული ადაპტაციის პროგრამა;

 

2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის მარტამდე მუშაობდა შპს,,ფინბიუროში“ უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

2020-2021  წლებში გავლილი აქვს სასერტიფიკატო ტრეინინგი ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით და და ტრეინინგი სასამართლო და კერძო მედიაციის შეახებ. ტრენინგში სასამართლო და კერძო მედიაციის შესახებ აღებული აქვს გონივრული მომლაპარაკებლის ნომინაცია.

 

გავლილი აქვს სტაჟირება იურიდიული კლინიკა  „ჩემი ადვოკატი“-ში;

 

2022 წლის მარტიდან იაკობი იურიდიული კომპანია  ,,OK&CG“-ის გუნდის წევრია

2 47 87 87info@myadvokat.ge