საადვოკატო ბიურო „OK & CG“ - ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი -  წლების მანძილზე წარმატებით მოღვაწეობს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და კლიენტებს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.   ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად იმისთვის, რომ კლიენტებისთვის შევქმნათ კომფორტული, მოქნილი, სწრაფი და მაღალი ხარისხის მომსახურება - სწორედ ამით გამოირჩევა „OK&CG“ სხვა საადვოკატო ბიუროებისგან.   „OK&CG“-ის მთავარი პრინციპი სანდოობაა, სწორედ ამიტომ, ჩვენთან კლიენტების კონფიდენციალურობა 100%-ით დაცულია!  ბიურო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს წარმომადგენლობით მომსახურებას უწევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის, საგადასახადო, ფინანსურ საკითხებზე სასამართლოში, არბიტრაჟში, მესამე პირებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებში; იგი სამართლებრივ დახმარებას უწევს კლიენტებს დოკუმენტების მომზადებაში, ეწევა იურიდიულ კონსულტაციას, როგორც პირადად, ოფისში გასაუბრებით, ასევე ონლაინ რეჟიმით.   

თამთა პეტაშვილი
ადვოკატი

 

2019 წელს  წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორიუსო ურთიერთობების ფაკულტეტი და მოიპოვა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2019 წელსვე მოიპოვა ლიეტუვის რესპუბლიკის სრული დაფინანსება და სახელმწიფო სტიპენდია და სწავლა განაგრძო ვილნიუსის უნივერსიტეტში, ევროკავშირის ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე. 

ბაკალავრის საფეხურზე სწავლის პერიოდში მონაწილეობდა სხვადასხვა საგანმანათლებო პროექტსა და იმიტირებულ პროცესებში როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ.

2018 წელს საფრანგეთში მონაწილეობა მიიღო „Sciences Po Rennes International Model United Nations 2018“-ში.  

2016-2018 წლებში ლიეტუვის სახელმწიფო სტიპენდიით რამდენჯერმე იმყოფებოდა ლიეტუვის სხვადასხვა უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამებით, მათ შორის საერთაშორისო კონფერენციებზე მომხსენებლად. 

2019 წელს მონაწილეობას იღებდა ვენის უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ რიგით 26-ე საერთაშორისო კერძო საარბიტრაჟო იმიტირებულ პროცესში ავსტრიაში, ქალაქ ვენაში. 

2020-2021 წლებში მუშაობდა ერთ-ერთ გერმანულ კომპანიაში იურიდიული მრჩეველის პოზოციაზე.

2021 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა კერძო სამართლის მიმართულებით.

თავისუფლად ფლობს ქართულ, ინგლისურ და ლიეტუვურ ენებს, საშუალო დონეზე რუსულსა და გერმანულს.

თამთა პეტაშვილი საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის გუნდს 2021 წლიდან შემოუერთდა.

info@myadvokat.ge032 2 47 67 67 / 032 2 47 87 87