საადვოკატო ბიურო „OK & CG“ - ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი -  წლების მანძილზე წარმატებით მოღვაწეობს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და კლიენტებს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.   ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად იმისთვის, რომ კლიენტებისთვის შევქმნათ კომფორტული, მოქნილი, სწრაფი და მაღალი ხარისხის მომსახურება - სწორედ ამით გამოირჩევა „OK&CG“ სხვა საადვოკატო ბიუროებისგან.   „OK&CG“-ის მთავარი პრინციპი სანდოობაა, სწორედ ამიტომ, ჩვენთან კლიენტების კონფიდენციალურობა 100%-ით დაცულია!  ბიურო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს წარმომადგენლობით მომსახურებას უწევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის, საგადასახადო, ფინანსურ საკითხებზე სასამართლოში, არბიტრაჟში, მესამე პირებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებში; იგი სამართლებრივ დახმარებას უწევს კლიენტებს დოკუმენტების მომზადებაში, ეწევა იურიდიულ კონსულტაციას, როგორც პირადად, ოფისში გასაუბრებით, ასევე ონლაინ რეჟიმით.   

თამარ ხაჩირაშვილი
ადვოკატი

თამარ ხაჩირაშვილს 2014 წელს მიენიჭა სამართალმცოდნის ბაკალავრის, ხოლო 2016 წელს - სისხლის სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

 

 2014 წელს წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციაში. მისი საქმიანობის სფეროებს მიეკუთვნება სისხლის სამართალი, 2017 წლიდან არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატი.

 

საადვოკატო საქმიანობის განმავლობაში, თამარ ხაჩირაშვილს გავლილი აქვს არაერთი საკვალიფიკაციო და პროფესიული გადამზადების კურსი. თავისუფლად ფლობს რუსულსა და ინგლისურ ენებს. 2014-2015წწ. იყო შპს „ანა თრეველ“-ის იურისტი;

 

2015 წელს წარმატებით გაიარა საქართველოს უზენასი სასამართლოს პროფესიული სტაჟირების კურსი; 

2015-2017 წლებში დასაქმებული იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სპეციალისტის პოზიციაზე.

2017 წელს იგი იყო საადვოკატო ბიურო „OK&CG"-ში ადვოკატის თანაშემწე;

2017-2020 წლებში თამარი ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახური"-ს თბილისის ბიუროში, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

 

თამარი 2020 წლიდან საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს გუნდის წევრია.

032 2 47 67 67 / 032 2 47 87 87info@myadvokat.ge