საადვოკატო ბიურო „OK & CG“ - ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი -  წლების მანძილზე წარმატებით მოღვაწეობს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და კლიენტებს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.   ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად იმისთვის, რომ კლიენტებისთვის შევქმნათ კომფორტული, მოქნილი, სწრაფი და მაღალი ხარისხის მომსახურება - სწორედ ამით გამოირჩევა „OK&CG“ სხვა საადვოკატო ბიუროებისგან.   „OK&CG“-ის მთავარი პრინციპი სანდოობაა, სწორედ ამიტომ, ჩვენთან კლიენტების კონფიდენციალურობა 100%-ით დაცულია!  ბიურო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს წარმომადგენლობით მომსახურებას უწევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის, საგადასახადო, ფინანსურ საკითხებზე სასამართლოში, არბიტრაჟში, მესამე პირებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებში; იგი სამართლებრივ დახმარებას უწევს კლიენტებს დოკუმენტების მომზადებაში, ეწევა უფასო იურიდიულ კონსულტაციას, როგორც პირადად, ოფისში გასაუბრებით, ასევე ონლაინ რეჟიმით.   

თეონა კაპანაძე
იურისტი

 2019 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2019 წელსვე ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე, კერძო სამართლის მიმართულებით.

 
თეონა 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის ივნისამდე იყო ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის სტაჟიორი.

2018 წელს ივნისიდან სექტემბრამდე იყო ფინანსური ბიუროს სტაჟიორი.

2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ივლისამდე დასაქმებული იყო კერძო სააღსრულებლო ბიუროში.


2019 წელს ასევე იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრში კონსულტანტის/ადვოკატის თანაშემწე.

ბაკალავრის საფეხურზე სწავლის პერიოდში, მონაწილეობდა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესში. იგი ფლობს გერმანულ და ინგლისურ ენებს.

2016-19 წლებში, საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში, იყო პროგრამის, „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“, სტიპენდიანტი.

 

 თეონა კაპანაძე საადვოკატო ბიურო „OK&CG”-ის გუნდს 2019 წლის ნოემბრიდან შემოუერთდა.

032 2 47 67 67 / 032 2 47 87 87info@myadvokat.ge