საადვოკატო ბიურო „OK & CG“ - ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი -  წლების მანძილზე წარმატებით მოღვაწეობს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და კლიენტებს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.   ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად იმისთვის, რომ კლიენტებისთვის შევქმნათ კომფორტული, მოქნილი, სწრაფი და მაღალი ხარისხის მომსახურება - სწორედ ამით გამოირჩევა „OK&CG“ სხვა საადვოკატო ბიუროებისგან.   „OK&CG“-ის მთავარი პრინციპი სანდოობაა, სწორედ ამიტომ, ჩვენთან კლიენტების კონფიდენციალურობა 100%-ით დაცულია!  ბიურო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს წარმომადგენლობით მომსახურებას უწევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის, საგადასახადო, ფინანსურ საკითხებზე სასამართლოში, არბიტრაჟში, მესამე პირებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებში; იგი სამართლებრივ დახმარებას უწევს კლიენტებს დოკუმენტების მომზადებაში, ეწევა უფასო იურიდიულ კონსულტაციას, როგორც პირადად, ოფისში გასაუბრებით, ასევე ონლაინ რეჟიმით.   

ნათია გაბური
იურისტი

2016 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტი. 2017 წელს კი ჩააბარა საქართველოს უნივერსიტეტში სამართლის მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად.

2016 წელს გადიოდა სტაჟირების პროგრამას თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტში. ასევე სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და სხვადასხვა სახის პროექტებში. 

2017 წელს გაიარა სხვადასხვა ინგლისურენოვანი, სასერთიფიკატო პროგრამა იურიდიული ეთიკის და აკადემიური წერის მიმართულებით.

2018 წლიდან 2019 წლის აგვისტომდე მოხალისედ მუშაობდა იურიდიულ კლინიკა "ჩემი ადვოკატი-ში" სადაც სამართლებრივ დახმარებას უწევდა მოქალაქეებს, სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე.

2019 წლის სექტემბრიდან საადვოკატო ბიურო "ok&cg"-ის გუნდის წევრია. 

 

032 2 47 67 67 / 032 2 47 87 87 info@myadvokat.ge