საადვოკატო ბიურო „OK & CG“ - ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი -  წლების მანძილზე წარმატებით მოღვაწეობს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და კლიენტებს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.   ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად იმისთვის, რომ კლიენტებისთვის შევქმნათ კომფორტული, მოქნილი, სწრაფი და მაღალი ხარისხის მომსახურება - სწორედ ამით გამოირჩევა „OK&CG“ სხვა საადვოკატო ბიუროებისგან.   „OK&CG“-ის მთავარი პრინციპი სანდოობაა, სწორედ ამიტომ, ჩვენთან კლიენტების კონფიდენციალურობა 100%-ით დაცულია!  ბიურო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს წარმომადგენლობით მომსახურებას უწევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის, საგადასახადო, ფინანსურ საკითხებზე სასამართლოში, არბიტრაჟში, მესამე პირებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებში; იგი სამართლებრივ დახმარებას უწევს კლიენტებს დოკუმენტების მომზადებაში, ეწევა იურიდიულ კონსულტაციას, როგორც პირადად, ოფისში გასაუბრებით, ასევე ონლაინ რეჟიმით.   

ოთარ კაჭკაჭაშვილი
მმართველი პარტნიორი

ოთარ კაჭკაჭაშვილი - იურიდიული კომპანიის "OK & CG" დამფუძნებელი.

ოთარ კაჭკაჭაშვილი არის იურიდიული კომპანიის „OK & CG“ დამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი, სერტიფიცირებული მედიატორი და ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

იურიდიული პრაქტიკა და სპეციალიზაცია

სამართლებრივი პრაქტიკა 1998 წელს დაიწყო იურიდიულ კომპანიაში „სიმართლე“, ადვოკატის თანაშემწის პოზიციაზე. 2000 წელს გახდა ადვოკატი და მას შემდეგ უწყვეტად ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას საერთო სპეციალიზაციით.

 

მოგვიანებით, მან დააფუძნა იურიდიული კომპანია „OK & CG“ და დღემდე მისი მმართველი პარტნიორია. იგი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებით.

ძირითადი სფეროები:

• სამეწარმეო და ბიზნეს სამართალი

• საგადასახადო სამართალი

• სამშენებლო და უძრავი ქონების სამართალი

• სადაზღვევო სამართალი

• შრომის სამართალი

საზოგადოებრივი და პროფესიული საქმიანობა

• მენტორი ადვოკატი: 2018 წლიდან დღემდე ირიცხება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მენტორ ადვოკატთა სიაში.

• კომიტეტის ხელმძღვანელი: 2018-2020 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ფინანსური მდგრადობისა და მონიტორინგის კომიტეტს.

• ეთიკის კომისია: 2021-2025 წლებში გახლდათ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი და მე-4 კოლეგიის თავმჯდომარე.

• მედიაცია: 2023 წლიდან არის საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი და სერტიფიცირებული მედიატორი. სამედიაციო საქმიანობას ახორციელებს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

განათლება და აკადემიური მოღვაწეობა

განათლება და ხარისხი

• 2000 წ. - დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; სწავლობდა 1995-2000 წლებში).

• 2007 წ. - მიენიჭა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

აკადემიური საქმიანობა

იურიდიულ პრაქტიკასთან ერთად, ოთარი აქტიურად მოღვაწეობს აკადემიურ სფეროში. ამჟამად, იგი არის ევროპის უნივერსიტეტის (European University) ასოცირებული და აფილირებული პროფესორი.

 

გარდა ამისა, 2023 წლიდან ხელმძღვანელობს ევროპის უნივერსიტეტში დაფუძნებულ „სამართლებრივი დახმარების ცენტრს“ (Legal Aid Center).

ენების ფლობა

• ქართული (მშობლიური)
• ფრანგული
• თურქული
• რუსული

kachkachashviliotar@gmail.com599 911 425