საზღვარგარეთ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტების დამოწმება საქართველოში იქნება შესაძლებელი979 2012.10.18
საზღვარგარეთ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტების დამოწმება საქართველოში იქნება შესაძლებელი
„სამოქალაქო აქტების შესახებ” ახალი კანონის თანახმად, შესაძლებელი გახდა საზღვარგარეთ რეგისტრირებული დაბადების, ქორწინების და სხვა სამოქალაქო აქტების საქართველოში რეგისტრაცია. კანონში ცვლილებები 2012 წლის 1 თებერვლიდან შევიდა ძალაში… თუ საქართველოს მოქალაქის (ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირის) მიმართ უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებულია სამოქალაქო აქტი (დაბადება, ქორწინება, სახელი, გვარის შეცვლა, გარდაცვალება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა), რომლის რეგისტრაცია საქართველოში არ მომხდარა, მაშინ ამ პირის მოთხოვნით, აღნიშნული სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ განახორციელოს. აღნიშნული საკანონმდებლო სიახლე იმ მოქალაქეებს დაეხმარებათ, რომელთა დაბადება, ქორწინება ან სხვა ფაქტი საზღვარგარეთ არის რეგისტრირებული და მათ სურთ გარკვეული შესწორება ან ცვლილება შევიდეს აქტში ან განმეორებითი მოწმობები მიიღონ. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სამოქალაქო აქტების, ცნობებისა და სააქტო ამონაწერების საქართველოში რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქეს ექნება საშუალება დაზოგოს დრო; განმეორებით მოწმობებს კი მოქალაქე მცირე დროში საქართველოშივე მიიღებს იგივე მონაცემებით, რაც სხვა სახელმწიფოში ფიქსირდება. გარდა ამისა, საკანონმდებლო სიახლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების (ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირის) შესახებ არსებული მონაცემების დაფიქსირებით, მოხდება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბაზის სრულყოფა.