ვარანტი3349 2012.10.18
ვარანტი
ვარანტი ეს არის გარანტია, თავდებობა, მოწმობა, რომელიც უფლებას აძლევს მის მფლობელს შეიძინოს ფასიანი ქაღალდები დადგენილი ფასით განსაზღვრული ან განუსაზღვრელი დროის პერიოდის განმავლობაში… ზოგჯერ ასეთი მოწმობა გაიცემა ფასიან ქაღალდებთან ერთად მათი ყიდვის სტიმულირებისათვის. ვარანტის გამომშვები კომპანიის ლიკვიდაციის შემთხვევაში ვარანტის მფლობელს არა აქვს სარჩელის უფლება. ვარანტების გამოშვება და გაყიდვა ხდება საფონდო ბირჟაზე. საბუთი, რომელსაც გასცემს სასაქონლო საწყობი იმის დასტურად, რომ ფიქსირებული და სათანადოდ დამოწმებული რაოდენობისა და ხარისხის საქონელი მიღებულია შესანახად. ვარანტის წარდგენისას საწყობი ვალდებულია გასცეს საქონელი. ვარანტი შდგება ორი ნაწილისაგან: სასაწყობო მოწმობისა და საგირავო მოწმობისაგან. პირველი საჭიროა საქონლის გაყიდვისას საკუთრების უფლების გადასაცემად, ხოლო მეორე შესანახად მიბარებული საქონლის დასაგირავებლად კრედიტის მიღების ან სხვა ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით ისე, რომ საქონელი საწყობიდან არ იყოს გატანილი.