გამოცხადდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა მიღება833 2012.10.17
გამოცხადდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა მიღება
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელთა მისაღებ კონკურსს. კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთები მიიღება 2011 წლის7 ნოემბრიდან12 ნოემბრის ჩათვლით, 10-დან 18 საათამდე (შესვენება 14-დან 15 სთ-მდე). სკოლაში მიღების მსურველმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: ა) სერტიფიკატი მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ; ბ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ; გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და ასლი; დ) ცნობა ნასამართლობის არქონის შესახებ; ე) ორი ფერადი ფოტოსურათი (3X4); ვ) ავტობიოგრაფია. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მის.: თბილისი, ბოჭორმის ქ. #12 ტელ./ფაქსი.: 27-31-09ტელ.: 27-31-00 + შიდა 111, 128, ან 130