საქართველო საერთაშორისო პოლიციის ასოციაციის წევრი გახდა1293 2012.10.17
საქართველო საერთაშორისო პოლიციის ასოციაციის წევრი გახდა
საქართველო საერთაშორისო პოლიციის ასოციაციის წევრი გახდა. შესაბამისი მოწმობები ქართველ პოლიციელებს საქართველოში სტუმრად მყოფმა ლიტვის განყოფილების პრეზიდენტმა გადასცა… სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე პოლიციელთა ურთიერთგაცნობის მიზნით, ასოციაცია სისტემატურად აწყობს სხვადასხვა სახის სპორტულ, კულტურულ თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რომლებშიც საქართველო

ბოლო ხუთი წელი სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა. წელს კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა პოლიციელთა შორის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი მოიგო. პოლიციის საერთაშორისო ასოციაციის განყოფილების შექმნის უფლება ქართველმა სამართალდამცავებმა სწორედ მიღწეული წარმატებების გამო მოიპოვეს. გამოყენებულია geonews.ge ს მასალა.