თამარ სურმავა2400 2012.10.14
თამარ სურმავა
ადვოკატი თამარ სურმავა გახლავთ ადვოკატი ფირმაში OK & CG. იგი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია და აქვს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება საერთო სპეციალიზაციით. საქმიანობის სფეროებია – სამოქალაქო სამართალი, შრომის სამართალი, საგადასახადო სამართალი. იგი 2011 წლიდან ჩვენი საადვოკატო ბიუროს, OK&CG–ს გუნდის წევრია. თამარმა 2011 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ფლობს ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს. ამჟამად იგი ამავე უნივერსიტეტის კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია. იურიდიულ ფირმაში საქმიანობის დაწყებამდე, იგი სხვადასხვა დროს გახლდათ – სტაჟიორი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიულ დეპარტამენტში, პრაქტიკანტი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, ადვოკატის თანაშემწე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. მას სტაჟირება გავლილი აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაშიც. აღსანიშნავია ისიც, რომ საადვოკატო ბიურო OK & CG–ში საადვოკატო საქმიანობის დაწყებამდე თამარ სურმავა მონაწილეობას იღებდა ჩვენს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსში. აღნიშნულ პროექტში მიღწეული წარმატებების შემდეგ იგი დაინიშნა ადვოკატის თანამდებობაზე. გარდა ამისა, თამარი გახლავთ არაერთი პუბლიკაციის ავტორი, პროფესიული ორგანიზაციების წევრი. მას მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა კონფერენციებსა თუ იმიტირებულ პროცესებში, ფლობს არაერთ სერთიფიკატს, გახლდათ პრეზიდენტის სტიპენდიანტი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი ოლიმპიადის გამარჯვებული. თამარი ფლობს ინგლისურ, რუსულ და ნორვეგიულ ენებს.
სხვა სიახლეები
05 აგვ

რა საკითხები არ შეიძლება, ჩაიწეროს საქორწინო კონტრაქტში?

26 ივლ

როგორ და სად შევიტანოთ სააპელაციო საჩივარი?

23 ივლ

როგორ ხდება არასწორი სამედიცინო დიაგნოზით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

19 ივლ

აგედევნენ? ეს დასჯადია!

16 ივლ

რა უნდა იცოდეთ თუკი მოწმედ ხართ დაბარებული

12 ივლ

ნაფიცი მსაჯულობა უფლება თუ ვალდებულება?

11 ივლ

რა პროცედურების გავლაა საჭირო სახელის და გვარის შესაცვლელად?

05 ივლ

დაკარგეთ სამსახური და არ იცით როგორ უნდა აღიდგინოთ თავი ?

03 ივლ

დაცვის მხარის მტკიცებულებები და მის მიერ ჩატარებული კერძო გამოძიება

28 ივნ

რა შემთხვევაში შეიძლება, დაკარგოთ საქართველოს მოქალაქეობა?