რას ნიშნავს „პროკურა“ ?7100 2012.10.19
რას ნიშნავს „პროკურა“ ?
დღეს მსურს გესაუბროთ იმ საკითხის შესახებ, რაც „პროკურის“ სახელით არის ცნობილი. პროკურა გვხვდება საქართველოს კანონში მეწარმეთა შესახებ. აქვე განვმარტავ, რომ პროკურა ეს არის გენერალური სავაჭრო მინდობილობა. რაც შეეხება მის სამართლებრივ საფუძველს და შინაარსს, იცოდეთ რომ ეს მინდობილობა შეიძლება ორ ან რამდენიმე პირს ერთობლივად მიეცეს და განისაზღვროს, რომ ისინი –ორივე ან ყველა ერთად წარმოადგენენ საწარმოს (საერთო მინდობილობა).