204
2025.12.15
მიუხედავად იმისა, რომ ორივე მიზნად ისახავს საკუთრების უფლების დაცვას, ისინი არსობრივად განსხვავდებიან მასშტაბით, ინიციატივითა და პროცედურით.
პროცესი იწყება მხოლოდ დაინტერესებული პირის (მესაკუთრის) განცხადების საფუძველზე.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ინდივიდუალურად – ერთ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე.
მესაკუთრე თავად უზრუნველყოფს საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, მიწის აზომვას (საკადასტრო ნახაზის მომზადებას) და წარადგენს მას საჯარო რეესტრში.
მოქალაქეს შეუძლია პროცესის დაწყება ნებისმიერ დროს, როცა ეს მას სჭირდება.
პროცესი იწყება სახელმწიფოს ინიციატივით და ხორციელდება წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიებზე (ადმინისტრაციულ ერთეულებში).
რეგისტრაცია მიმდინარეობს მასობრივად – მთელი დასახლების ან მუნიციპალიტეტის ფარგლებში.
სახელმწიფო თავად უზრუნველყოფს ნაკვეთების აზომვას, დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას უფასოდ. მოქალაქე მხოლოდ თანამშრომლობს პროცესში და ადასტურებს მონაცემებს.
რეგისტრაციის ხარჯები ნულამდეა დაყვანილი მესაკუთრისთვის, ხოლო პროცესი მნიშვნელოვნად გამარტივებულია და დაჩქარებულია. ის ასევე ეხმარება იმ ნაკვეთების რეგისტრაციას, რომლებზეც დოკუმენტაცია არასრულია ან მოძველებულია.
- 2027 წლის 1 იანვრამდე ...საქართველოს მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია სააგენტო.
- 2027 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) ჩერდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილებები.
- 2027 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე სააგენტოს მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.
იურიდიული კომპანია/Law Office OK&CG.
სამკვიდროს მიღება ან უარი მის მიღებაზე
რას გულისხმობს უდანაშაულობის პრეზუმფცია?
რჩევები ავტოსაგზაო შემთხვევისას
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია VS საიდუმლო
ნასყიდობა გადახდის განვადებით - ცნება და შინაარსი
მფლობელობის გადასვლა მემკვიდრეებზე
რა საფუძვლით წყდება ქორწინება?
მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა
სამეწარმეო სუბიექტის რეგისტრაცია
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა