რა არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი?6644 2024.05.20
რა არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი?

რა არის ე.წ. ინდ.აქტი?

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის:

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე:

1. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ,

2. ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ცნებიდან გამომდინარე, რა წინაპირობები აქვს ინდ. აქტს?

იმისათვის, რომ მოცემული გადაწყვეტილება მიჩნეულ იქნეს ინდივიდუალურ- ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად, უნდა კმაყოფილდებოდეს 4 ელემენტი:

1. ადმინისტრაციული ორგანო

აქტი გამოცემული უნდა იქნას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ადმინისტრაციული ორგანო, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, არის:

ა) ყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა),


ბ) აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

 

2. ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე

აქტი გამოცემული უნდა იქნას ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.

 

მმართველობითი ღონისძიება, რომელსაც ადმინისტრაციული ორგანო კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად ახორციელებს, უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.

 

3. ინდივიდუალური ბუნების სამართლებრივი აქტი

აქტი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ბუნებისაა, თუ:

 

ა) ის აწესრიგებს ცალკეულ შემთხვევას და

 

ბ) მიემართება განსაზღვრულ ან განსაზღვრებად პირთა წრეს.

 

4. მომწესრიგებელი ელემენტი

ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება მაშინ შეიძლება ჩავთვალოთ ინდ. აქტად, როცა ეს ქმედება ცალმხრივად მკაცრად განსაზღვრული შედეგისკენაა მიმართული.

 

ამდენად, თუ ინდ. აქტი აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას - შეიცავს მოწესრიგების ელემენტს.

 

ინდ. აქტის რაობასთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა ჩნდება.

კითხვების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.

სხვა სიახლეები
23 ოქტ

როგორ განისაზღვრება ალიმენტის ოდენობა?

21 ოქტ

რა ჯდება სასამართლოში სარჩელის შეტანა და ბაჟის გადახდა?

19 ოქტ

როგორ ხდება ცოლ-ქმრის ერთობლივი ქონების გაყოფა?

16 ოქტ

რა ვადაში გადადის ვალი ხანდაზმულობაში საქართველოში?

12 ოქტ

რა უნდა შევამოწმოთ ბინის ყიდვამდე საჯარო რეესტრში?

09 ოქტ

როგორ დავარეგისტრიროთ შპს: საჭირო დოკუმენტები და ეტაპები

07 ოქტ

როდის არის თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონო?

30 სექ

უწყების ჩაბარება ოჯახის წევრის მიერ

15 სექ

მემკვიდრეობით მიღებული ვალები გადადის მემკვიდრეზე?

14 მაი

დაუსწრებელი გადაწყვეტილება: რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს?