მოქალაქის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში  1749 2022.12.12
მოქალაქის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში

  დემოკრატია ბერძნული სიტყვაა და ხალხის მმართველობას ნიშნავს.  დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპი მსოფლიოში ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს აქვთ და სწორედ დემოკრატია ეხმარება მათ ამ განვითარებაში. თუმცა უინსტონ ჩერჩილმა დემოკრატია ასე განმარტა, რომ ის არის ყველაზე ცუდი მმართველობის ფორმა,ხოლო ყველა დანარჩენი მასზე უარესია. დემოკრატიის განმარტება მრავალი არსებობს, თუმცა ყველა თანხმდება იმაზე, რომ დემოკრატიული სახელმწიფო ხალხზეა მორგებული მოქალაქეების ინტერესების მაქსუმალურ გათვალისწინებას გულისხმობს. თუმცა როცა დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ დემოკრატიის გზით ხალხი იძენს უფლებებს მოვალეობების შეძენით. თითოეულმა მოქალაქემ უნდა ითამაშოს როლი სახელმწიფო მმართველობაში, რათა დემოკრატია ეფექტური იყოს და სამართლიანად განხორციელდეს. ამიტომ ყველა მოქალაქეს გააჩნია თავისი როლი, რასაც თამაშობს დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნაში.  

მოქალაქეთა ჩართულობა სხვადასხვანაირად გამოიხატება. მოქალაქეები შეიძლება ქვეყნის მართვაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა გზებით, მათ შორის , წარმომადგენლობითი დემოკრატიის საშუალებით, პირდაპირი გზით ან უშუალო მონაწილეობით. წარმომადგენლობითი დემოკრატიის პირობებში ადამიანს შეუძლია ქვეყნის მართვაში მონაწილეობა მიიღოს როგორც აქტიურად, ისე პასიურად. აქტიური მონაწილეობის მიღება გულისხმობს არჩევნებში მონაწილეობას, რაც თავის მხრივ არის თითოეული ადამიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ხოლო პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობისას მოქალაქეებს შეუძლიათ კენჭი იყარონ თვითონ და გამარჯვების შემთხევაში უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის წარმართვაში.  პირდაპირი დემოკრატიისას მოქალაქეები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებებს რეფერენდუმის ან პლებისციტის გზით. ასევე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შეიტანოს განსახილველად საკანონმდებლო ინიციატივა, რაც ასევე პირდაპირი დემოკრატიის განხორციელების ერთ-ერთი საშუალებაა. ხოლო მონაწილეობითი დემოკრატია გულისხმობს ისეთ კრებებს, სადაც თითოეული მოქალაქე მონაწილეობს ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტაში, თუმცა მსგავსი შემთხვევები თანამედროვე სამყაროში იშვიათად გვხვდება. 

ვინაიდან მოქალაქეთა როლი დიდია დემოკრატიულ სახელმწიფოში, თვითონ სახელი დემოკრატიაც კი მიუთითებს, რომ ხალხი უნდა მონაწილეობდეს, ამიტომ თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა შეიგრძნოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა და შეასრულოს ის მოვალეობები, რომლებიც ჩვენივე უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საწინდარია. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ არჩევნები, როცა ადამიანის სამოქალაქო მოვალეობაა მივიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი, ის კი ამას არ აკეთბს, ამით ის კარგავს ერთ ხმას და ამომრჩეველთა პროცენტულობა ქვეყნის მოსახლეობასთან შედარებით მცირდება. თუ ეს პროცენტული მაჩვენებელი ძალიან დაბალი იქნა, საბოლოოდ მივიღებთ, რომ უმრავლესობის კი არა, უმცირესობის მმართველობაა ქვეყანაში. მიუხედავად იმისა,  რომ დემოკრატია იცავს უმცირესობის უფლებებს, მისი სამართლიანად და ეფექტურად განხორციელებისთვის საჭიროა უმრავლესობის აზრი. ასევე არჩევნებზე არ გამოცხადების შემთხვევაში შესაძლებელი ხდება ხმათა რაოდენობის გაყალბება.

ასევე სამოქალაქო როლისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე შეგვიძლია ვისაუბროთ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, როცა შეუსწავლელი და საშიში ვირუსი მძვინვარებს,  როცა არავინაა დარწმუნებული იმაში, დაინფიცირებულია თუ არა, როცა სახლში დარჩენა არის ადამიანის მთავარი პასუხისმგებლობა და მოვალეობა, ბევრი ადამიანი არღვევს ამ მოთხოვნებს და დაინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღე იზრდება.  

თუნდაც მარნეულელი ქალბატონის სამოქალაქო პასუხისმგებლობა რომ განვიხილოთ, ამ ქალბატონმა დროულად არ შეატყობინა მედიკოსებს თავისი ავადმყოფობის შესახებ, რამაც უამრავი მარნეულელის დაინფიცირება და სიკვდილიც კი გამოიწვია, მარნეული და ბოლნისი კი ჩაკეტეს. სახელმწიფოს უწევს პირობების გამკაცრება სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნაკლებობის გამო, წესების დაუცველობის გამო. მოქალაქეები რომ იცავდნენ მოცემულ ინსტრუქციებს, მაქსიმალურად რჩებოდნენ შინ, დაინფიცირებულთა რაოდენობა არ ასცდებოდა 200ს , რაც საქართველოს მოსახლეობის თანაფარდობისთვის საკმაო რიცხვია. 

ამრიგად, აუცილებელია, რომ თითოეულმა მოქალაქემ გაითავისოს სამოქალაქო როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში. დემოკრატია არის ხალხის მმართველობა ხალხისთვის და საჭიროა, რომ ხალხი იყოს მზად თავიანთი მოვალეობების შესრულებისთვის, რათა მაქსიმალურად დაიცვან კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები.  

ბიბლიოგრაფია:  

1. საქართველოს კონსტიტუცია 12.06.2022, კონსოლიდირებული ვერსია 2. კონსტიტუციური სამართალი ირაკლი კობახიძე, 2019 

3. შესავალი საკონსტიტუციო სამართალში დიმიტრი გეგენავა, 2019 

თსუ-ის იურდიული ფაკულტეტის სტუდენტი 

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.