კონსტიტუცია სახელმწიფოებრიობის აუცილებელი ნიშანია, იგი ქვეყნის ძირითად კანონს წარმოადგენს. კონსტიტუციას, როგორც სახელმწიფოს მთავარ კანონს, უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია მართლწესრიგსა და საზოგადოებრივ ცნობიერებაში. "კონსტიტუცია იწერება დროის განსაზღვრულ მონაკვეთში, ჩვეულებრივ მაშინ, როდესაც საზოგადოებაში არსებობს ეკონომიკური, სოციალური და სხვა პრობლემები. არსებობს ცდუნება და ხშირად აუცილებლობა იმისა, რომ სწრაფად მოხდეს ამ პრობლემებთან გამკლავება. მაგრამ დებულებები, რომლებიც გამიზნულია პრობლემათა სწრაფად მოსაგვარებლად, შეიძლება შეუსაბამო აღმოჩნდეს მომავლისთვის " . სწორედ ამიტომ, კონსტიტუციის მიღების დროს, დღის წესრიგში ყოველთვის დგება კონსტიტუციის გადასინჯვის რეგულირების საკითხი.
ვინაიდან კონსტიტუცია ცოცხალი ორგანიზმია, თითოეულ ადამიანს გააჩნია უფლება, ცხოვრობდეს საკუთარი განვითარების, წესებისა და შეხედულების შესაბამისად. ცნობილია, რომ კონსტიტუციის გადასინჯვა რთული და კომპლექსური პროცესია, რომელიც თავის თავში მოიცავს როგორც სამართლებრივად გაწერილ პროცედურებს, ასევე საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის შესაბამის ნებას. ამიტომ თითოეული სახელმწიფოს კონსტიტუცია, განამტკიცებს კონსტიტუციის გადასინჯვის ინდივიდუალურ მოდელს. კონსტიტუცია ყველანაირად ცდილობს წარსულის შეცდომებზე ისწავლოს და შექმნას ღირებული სამართლებრივი სისტემა, ისეთი სისტემა, რომელიც წარსულის შეცდომებს არ გაამეორებინებს . ამის კარგი მაგალითია ნებისმიერი ტალღის კონსტიტუცია. მაგ.: მესამე ტალღის კონსტიტუციები, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიღებული კონსტიტუციები ყურადღებას ამახვილებდნენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე;
კონსტიტუციის გადასინჯვა ზოგადად კონსტიტუციის ტექსტის ცვლილებების ან\და დამატებების შეტანას, ან კონსტიტუციიდან რომელიმე ნორმის ამოღებას გულისხმობს. გადასინჯვის გადასინჯვის ფორმის მიხედვით, როგორც ცნობილია განასხვავებენ სრულ და ნაწილობრივ გადასინჯვას, ანუ მასში ცვლილებების და დამატებების შეტანას. "ზოგად და ნაწილობრივ გადასინჯვას შორის სხვაობა უფრო სოციოლოგიურია, ვიდრე-სამართლებრივი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მსოფლიო ქვეყნების უმეტესობა, ქვეყნების სრულ და ნაწილობრივ გადასინჯვას ერთმანეთისგან არ განასხვავებს, შესაბამისად კონსტიტუციის ნებისმიერი ფორმით შესაცვლელად ერთნაირ წესებს ადგენს. მაგ .: შვეიცარია თუ ერთმანეთისგან მიჯნავს ორი სახის გადასინჯვას(სრულს და ნაწილობრივს) და მათთვის განსხვავებულ პროცედურებს ითვალისწინებს, სრული გადასინჯვის საკითხის გატანა ხდება რეფერენდუმზე, ხალხის მხარდაჭერის შემთხვევაში, ორივე პალატის დათხოვნა ხდება და პარლამენტის ხელახალი არჩევნები ტარდება. ნაწილობრივი გადასინჯვა კი, როგორც ვიცით არ იწვევს პარლამენტის დათხოვნას, აქ მთლიანობის შენარჩუნებაა უმთარესი . რაც შეეხება აშშ-ს კონსტიტუციას, აქ " ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია ერთნაირ წესს ადგენს როგორც სრული, ასევე ნაწილობრივი გადასინჯვის შემთხვევაში"
გადასინჯვის მიხედით, ვიცნობთ კონსტიტუციის გადასინჯვის მარტივ, რთულ, განსაკუთრებით რთულ და შერეულ მოდელებს. გადასინჯვის მარტივი წესი გამოიყენება მეტწილად დაუწერელ კონსტიტუციებთან მიმართებით, მაშინ, როდესაც კონსტიტუციის გადასინჯვისათვის ჩვეულებრივი საკანონმდებლო პროცესისათვის დამახასიათებელი მოთხოვნებია დაწესებული.მაგ. : დიდ ბრიტანეთში, სადაც არ არსებობს კონსტიტუცია მისი ერთიანი (კოდიფიცირებული), წერილობითი აქტის სახით და ყველა აქტი ერთნაირი წესით მიიღება.
გადასინჯვის რთულ წესს წარმოადგენს კონსტიტუციის გადასინჯვა კვალიფიციური უმრავლესობით და რეფერენდუმით. მაგალითად ჩეხეთის კონსტიტუციის გადასინჯვისთვის აუცილებელია დეპუტატთა 3/5-ისა და დამსწრე სენატორთა 3/5-ის თანხმობა; ირლანდიაში ყველა წინადადება კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის სახით წარედგინება ირლანდიის წარმომადგენელთა პალატას და ამის შემდეგ რეფერენდუმზე გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა ხალხს.
კონსტიტუციის გადასინჯვის განსაკუთრებით რთული წესი შესაძლოა მოიცავდეს რამდენიმე პირობას: პარლამენტისა და ფედერაციის სუბიექტების მონაწილეობა. ამ შემთხვევაში, მხოლოდ საერთო ეროვნული, ფედერალური საკანონმდებლო ორგანოს მიერ შესწორებების მიღება არ კმარა და საჭიროა, რომ ტერიტორიული სუბიექტების შესაბამისმა ორგანოებმაც უყარონ კენჭი ცვლილებებს; ორი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს მიერ კონსტიტუციური ცვლილებების დამტკიცება. აღნიშნული მოდელი სკანდინავიის ქვეყნებისათვის არის დამახასიათებელი; პარლამენტართა და ხალხის მონაწილეობა, ანუ რეფერენდუმი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავდება რეფერენდუმის დამდგენი ნორმები, ზოგიერთ სახელმწიფოში იგი სავალდებულო პროცედურას წარმოადგენს, ზოგან მხოლოდ გარკვეული დებულებების ცვლილება იწვევს რეფერენდუმის გზით მათი დამტკიცების აუცილებლობას და ა. შ.
რაც შეეხება საქაღველოს კონსტიტუციას კი , საქართველოს 1995 კონსტიტუციის მოქმედების 25 წლის მანძილზე მასში შეტანილი ოცდაათზე მეტი ცვლილებიდან მოცულობისა და შინაარსობრივი თვალსაზრისით ყველაზე მასშტაბური 2017-2018 წლების საკონსტიტუციო რეფორმა ითვლება. 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად 77-ე მუხლის მე-3 პუნქტში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც " კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. ამ რეგულაციის შემოღებით საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის ფორმა, როგორც ცნობილია გადავიდა სკანდინავიურ მოდელზე.სკანდინავიური მოდელი ფაქტობრივად ნიშნავს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის უფრო მაღალი პოლიტიკური ტემპერატურის მინიჭებას და გადასინჯვაში მეტი პოლიტიკის ჩართვას". 2017-2018 წლების საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად კონსტიტუციის გადასინჯვის ინიცირების უფლება შეუნარჩუნდათ პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს და არანაკლებ 200 000 ამომრჩეველს. კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის ინიციატორთა წრე ნათელს ხდის თუ რამდენად მყარია კონსტიტუცია.
ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართელოს კონსტიტუცია ითალისწინებს საყოველთაო სახალხო განხილვის ერთ თვიან ვადას. ვინაიდან ცნობილია, რომ საყოველთაო-სახალხო განხილვის ვადების არსებობა უნდა უზრუნველყოფდეს, ერთი მხრივ, კონსტიტუციის გადასინჯვის გონივრული ზღვრული ვადის დათქმას და, მეორე მხრივ, კონსტიტუციის გადასინჯვაში საყოველთაო ჩართულობის ეფექტურობას. ჩვენთვის ამავდროულად ცნობილია, რომ რეფერენდუმის გზითაც შესაძლებელია საზოგადოების ჩართულობის გაზრდა ხალხის წარმომადგენლობით, მაგრამ რეფერენდუმის შემთხვევაში მარტივად და მოკლედ მოხდება პასუხის დაფიქსირება, ხოლო საყოველთაო სახალხო განხილვის შემთხვევაში საქმე გვაქვს მსჯელობასთან, აზრების გაცვლასთან და სხვ.
ამრიგად , კონსტიტუცია უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტია, რომელშიც მოცემულია ის პრინციპები და ღირებულებები, რომლებიც ემსახურება სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების კეთილდღეობის მიღწევას. აუცილებელია სტაბილური კონსტიტუცია გვქონდეს . კონსტიტუციის სტაბილურობისთვის კი აუცილებელია, რომ გონივრულად შეირჩეს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი. ნაშრომის მიზანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმის გამოკვლევა, მისი ხარვეზების დადგენა და შეფასება.
ბიბლიოგრაფია
1) ვ. მენაბდე, სუპერსაპრეზიდენტოდან საპარლამენტომდე: საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოში სტატიების კრებული, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვა - რა უზრუნველყოფს უზენაესი კანონის ლეგიტიმურობას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2013.
2) თ. პაპაშვილი, დ. გეგენავა, კონსტიტუციის გადასინჯვის ქართული მოდელი - ნორმატიული მოწესრიგების ხარვეზები და პერსპექტივა, თბილისი, 2015
3) ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი, გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე, შესავალი საკონსტიტუციო სამართალში, თბილისი, 2016
4) ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი, გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე, საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, თბილისი, 2017
5) ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი, გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე, საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, თბილისი, 2017
6) საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციები, ვ. გონაშვილის რედაქტორობით, ნაწილი IV, თბილისი, 2007 .
ავტორი: ხატია ნონიაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი .
საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების სამართალი?
რას მოიცავს საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია?
სიურპრიზი ავტომობილის შეძენისას...