ქორწინების ინსტიტუტი ისლამური, რომაული და ქართული სამართლის მიხედვით1762 2022.02.08
ქორწინების ინსტიტუტი ისლამური, რომაული და ქართული სამართლის მიხედვით

„ქორწინება უნდა გწამდეს“- წერს ბალზაკი. 

ისლამური მოძღვრებით ქორწინება არის ღვთისთვის სასურველი ქმედება და მუსლიმებისათვის ის წარმოადგენს ერთგვარ რელიგიურ მოვალეობას, სწორედ ამიტომ მუსლიმები ცდილობენ რაც შეიძლება ადრე დააქორწინონ შვილები.  ქორწინებისას აუცილებელი გარემოებაა საქორწინო ასაკი. პირი უნდა იყოს სრულწლოვანი, ე.ი.  სქესობრივად მომწიფებული პირი.  რომაული სამართლის მიხედვით, საქორწინო ასაკი ქალების შემთხვევაში იყო 12 წელი, ხოლო მამაკაცებისათვის 14.
რომაული და ისლამური სამართლის მსგავსად ქართული სამართალიც განსაზღვრავდა საქორწინო ასაკს. რუის-ურბნისის საეკლესიო კრების დადგენილებით დაწესდა საქორწინო ასაკი ქალებისათვის 12წელი, ხოლო ვაჟებისათვის 15-16წელი.
საქორწინო ასაკის გარდა არსებობდა სხვა დამაბრკოლებელ გარემოებებიც. ისლამურ სამართალში ესენია ძუძუმტეობა, მონობა (მონაზე თავისუფალი მუსლიმი ვერ დაქორწინდება), სისხლით ნათესაობა(როგორც პირდაპირი ასევე გვერდითი ხაზის ), რომაელების შემთხვევაში არ უნდა არსებულიყო მექორწინეთა შორის ნათესაური კავშირი, აღმავალი თუ დაღმავალი, ასევე გვერდითი ხაზითაც. 
რომაელს არ ჰქონდა უფლება რომ პერეგრინზე დაქორწინებული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფაქტიც გარკვეულწილად ემსგავსება ისლამურ სამართალში იმ მოცემულობას, რომ მუსლიმს არ შეეძლო არამუსლიმზე ქორწინება.
მსგავსად ზემოთ ხსენებული სამართლისა ქართულ სამართალშიც დამაბრკოლებელი გარემობაა ნათესაური კავშირი.
ძველი ქართული სამართლის მიხედვით ქორწინების დამაბრკოლებელი ფაქტორები ორ ჯგუფად იყოფოდა: აბსოლუტური (სქესობრივი მოუმწიფებლობა, თანხმობის არ არსეობა, სისხლით ნათესაობა, სულით ავადმყოფობა) და შეფარდებითი ( ნათესაობა, სოციალური უთანასწორობა, რელიგიისადმი დამოკიდებულება) გარემოებები.
  ქორწინების შედეგად რომაელი ქალი და ბავშვი ქმრის დაქვემდებარებაში შედიოდნენ. ეს ფაქტიც უახლოვდება ისლამურ სამართალს. მუჰამედამდე ოჯახის უფროსი მამაკაცი შეუზღუდავი უფლებით სარგებლობდა, მას ოჯახის წევრების სიკვდილ-სიცოცხლის უფლება ჰქონდა. მას შემდეგ კი რაც ისლამი შემოიღეს მამაკაცის ამგვარი უფლებები ნელნელა შეიზღუდა.
მსგავსად იყო საქართველოშიც ქრისტიანობის მიღების შემდეგ, ქორწინების თავდაპირველი ფორმები უცბად არ გაუქმებულა, თუმცა თანდათანობით იცვლებოდა.
ისლამური სამართლის მიხედვით, ქორწინება კანონიერად რომ ჩაითვალოს აუცილებელი პირობაა საქორწინო ხელშეკრულება, რომელიც უნდა დაიდოს საჯაროდ და აუცილებელია მოწმეების დასწრებაც (ორი ქმედუნარიანი მუსლიმი მამაკაცი).  აუცილებელია ორივე მხარემ წარმოთქვამს საქორწინო ფორმულები. აღნიშნული ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით.
საქორწინო ხელშეკრულების აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს მაჰრი, რომელიც არის ქმრის მიერ ცოლისთვის გადასაცემი ქონება.
საქორწინო ხელშეკრულება ორივე მხარესთვის წარმოშობს უფლება-მოვალეობებს.
ქმრის ორი ძირითადი მოვალეობა იყო გამოყოფილი: ფიზიკური სიახლოვე ცოლთან და მისი მატერიალური უზრუნველყოფა.
რაც შეეხება ცოლს, ძირითადი მოვალეობა ქმრის მორჩილებაა. 
ისლამური სამართალი იცნობს დროებით ქორწინებასაც, რომელსაც მხოლოდ შიიტები აღიარებენ.  დროებითი ქორწინების დროს ხელშეკრულებაში აუცილებელია ვადის მითითება, რომლის გასვლის შემდეგაც ქორწინება ავტომატურად წყდება.  ამ დროს ქმარს ცოლის მატერიალური უზრუნველყოფა არ ეკისრება.
შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ რომ ისლამურ სამართალში არსებობდა ქორწინების სამი სახე: მუდმივი ქორწინება, დროებითი ქორწინება და ქორწინება მხევალთან.
რომაული სამართალიც იცნობდა რამდენიმე სახის ქორწინებას: კანონიერ რომაურ ქორწინებას როცა ორივე  მხარე როამელია, რომაელ მოქალაქეთა ქორწინებას პერეგრინებზე, აგრეთვე ფაქტობრივ ქორწინებას (კონკუბინატი).
  მოცემული გვაქვს  ქორწინების შეწყვეტის საფუძვლებიც. ისლამური სამართლის მიხედვით საფუძველი შეიძლება გახდეს მეუღლის გარდაცვალება, ისლამისაგან განდგომა,ნებაც. მაგალითად, განქორწინება ქმრის ინიციატივით-ქმრის ნებაზეა დამოკიდებული და საჭიროა მხოლოდ გარკვეული ფორმულის წარმოთქმა სამჯერ.
ამასთანავე, არსებობს განქორწინება ორივე მხარის შეთანხმებით. ცოლი ქმარს კომპენსაციის სანაცვლოდ განქორწინებას სთავაზობს. 
ამასთანავე ისლამური სამართალი ერთ-ერთი პირველია რომელმაც ქალს განქორწინების უფლება მიანიჭა. დადგენილია გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც ქალს აქვს უფლება მოითხოვო განქორწინება, ესენია: ქმრის მძიმე ავადმყოფობა, სქესობრივი კავშირის არ ქონა, მაჰრის გადაუხდელობა, ცოლის შეურაცხყოფა,ხელშეკრულების პირობების არ შესრულება.
  როგორც ისლამურ სამართალში ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალება რომაულ სამართალშიც ავტომატურად იწვევდა ქორწინების შეწყვეტას, აგრეთვე ერთ-ერთი მეუღლის დაპატიმრება, მოქალაქეობის ჩამორთმევა და განქორწინებაც.
ისლამური სამართლისაგან განსხვავებით ერთ-ერთი მეუღლის სურვილით განქორწინება რომაულ სამართალში გაძნელებული იყო, რაზეც მეტყველებს დიდი ჯარიმებიც.
  ქართული სამართლის მიხედვით განქორწინების საფყუძველი შეიძლება ყოფილიყოს: ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფა, მრუშობა, ცოლის ავადმყოფობა, ერთ-ერთი მეუღლისგან სახელმწიფო ღალატი, საქორწინო თანაცხვრობისათვის უვარგისობა, სოდომური ცოდვები ( ცხოველთმავლობა, მამათმავლობა).
როგორც ვხედავთ ისლამური, რომაული და ქართული სამართლის განხილვისას ქორწინების ინსტიტუტთან დაკავშირებით ვხედავთ დიდ მსგავსებებს. 


ავტორი: ანა მაღრაძე - თსუ-ის მე-2 კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.