ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემები და ძირითადი გზავნილი/რეკომენდაციები 396 2021.12.28
ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემები და ძირითადი გზავნილი/რეკომენდაციები

წლების განმავლობაში, აქტუალობას არ კარგავს ადრეულ ასაკში ქორწინებისსაკითხი, რადგან, რომ იგი უკავშირდება გარკვეული სახის ვალდებულებებისადა გამოწვევების წარმოშობას არასრულწლოვნების მიმართ. ოჯახი ეს არისუდიდესი პასუხისმგებლობა და ტვირთი, რომელსაც ორი მხარე ინაწილებს. იგიწარმოშობს თანაზიარ უფლებებსა და ვალდებულებებს. მთავარი პრობლემამაშინ წარმოიშობა, როდესაც ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს არასრულწლოვანიპირი, ანუ  18 წლის ასაკს მიუღწეველი პირი .

XXI საუკუნეში, როდესაც ჩვენ, ადამიანებს, გვაქვს ზღვა ინფორმაცია დაშესაძლებლობები, ამ მოცემულობის ფონზე, ჩვენ ვდგავართ მძიმე სამწუხარორეალობის წინაშე, რომელიც ლოგიკურად და სამართლიანად ასოცირდებადაკარგულ ბავშვობასთან. ადრეული ქორწინების პრობლემა მწვავედ დგას,როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებში, ამიტომ განსახილველისაკითხი გლობალურ პრობლემად აღიქმება.

სამწუხარო რეალობაა ის, რომ XXI საუკუნეშიც კი ირღვევა არასრულწლოვანთა,ისეთი ძირითადი უფლებები, როგორიცაა, მაგალითად, განათლების მიღებისუფლება, ჯანმრთელობის უფლება, პიროვნების თავისუფალი განვითარებისუფლება. ადრეულ ასაკში ქორწინება არის ძალადობის ფორმა. გონებრივი დაასაკობრივი უმწიფრობიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი, შესაძლოა, ვერც კიაცნობიერებდეს იმ რისკებსა და სააფრთხეებს, რომლებიც ქორწინებაზეთანხმობამ შეიძლება გამოიწვიოს.

ძირითადი ნაწილი :

ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემები .

ჩაგვრა და ოჯახში ძალადობა: ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინებაში მყოფიმოზარდი გოგონები, როგორც წესი, ქმრის მშობლებთან ერთად ცხოვრობენ დახშირად მათზეა დაკისრებული მათი ასაკისათვის შეუფერებლად მძიმე ტვირთი -როგორიცაა ოჯახის წევრების (ოჯახის ავადმყოფი წევრის, ბავშვის, მოხუცის დაა.შ.) მოვლა, საჭმლის მომზადება, სახლის მოვლა (სახლის დალაგება, სარეცხისგარეცხვა და ა.შ.). ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინებაში მყოფი გოგონებიოჯახში ძალადობისა და სექსუალური ზეწოლის გაზრდილი საფრთხის ქვეშიმყოფებიან.

 ოჯახში ძალადობის ძირითადი ტიპებია: ფიზიკური ძალადობა (ცემა,ჯანმრთელობის დაზიანება, ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურტკივილს და ტანჯვას), ფსიქოლოგიური ძალადობა: (შეურაცხყოფა, შანტაჟი,დამცირება), ეკონომიკური ძალადობა, იძულება, სექსუალური ძალადობა.

ორსულობა მოზარდობის ასაკში: ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინებაშიმყოფი გოგონების გამოცდილება აჩვენებს, რომ ისინი არიან ერთგვარი ზეწოლისქვეშ - გააჩინონ შვილი რაც შეიძლება მალე, რათა გაამართლონ საზოგადოებისთუ ოჯახის მოლოდინები. მოზარდობის ასაკში ორსულობა საფრთხეს უქმნისგოგონების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რადგან მათი ორგანიზმი ჯერ არ არისმზად  ორსულობისა და ბავშვის გაჩენისთვის და მაღალია ორსულობისა დამშობიარობის გართულებების რისკი. მოზარდ გოგონებში, ორგანიზმისუმწიფრობის გამო, ხშირია ნაადრევი მშობიარობა, სამშობიარო ტრავმა დაინფიცირება, რაც შემდგომში მათი ავადობის და უნარშეზღუდულობის მიზეზიშეიძლება გახდეს.

15-19 წლისმოზარდ გოგონათა შორის მშობიარობის გართულებების გამო გარდაცვალებისალბათობა ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე 20-24 წლის ასაკის ქალების შემთხვევაში,უფრო ადრეულ ასაკში ორსულობის შემთხვევაში ეს რისკი კიდევ უფროიზრდება. 

ბარიერები განათლების მიღებისთვის: ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინებაგოგონების მიერ სკოლის მიტოვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ქორწინების ანნიშნობის შემდეგ, გოგონები ხშირად წყვეტენ სკოლაში სიარულს, რადგან მათ,როგორც წესი, საოჯახო საქმეების ტვირთი აწვებათ. საქართველოში 18 წლისასაკამდე დაქორწინებულ ქალთა უმეტესობა ვერ ახერხებს საშუალო ანუმაღლესი განათლების მიღებას. არასრულფასოვანი განათლება აფერხებსგოგონების განვითარებას, არ უტოვებს მათ ფართო არჩევანს და ართმევს მათცხოვრებისთვის საჭირო სახსრების მოპოვების შესაძლებლობას. 

დაურეგისტრირებელი კავშირები: 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირიოფიციალურად ვერ შეძლებს ქორწინების დარეგისტრირებას. აქედანგამომდინარე, დაურეგისტრირებელი ადრეული/ ბავშვობის ასაკში ქორწინებაგოგონებს სამართლებრივი რეგულაციების მიღმა და მთელი რიგი სოციალურიგარანტიების გარეშე ტოვებს. მაგალითად, დაურეგისტრირებელი კავშირისას არარის დაცული ქალის ქონებრივი უფლება და განქორწინების შემთხვევაში იგივერ მოითხოვს თანაცხოვრების განმავლობაში შეძენილ ქონების წილს. 

 

მთავარი გზავნილი

სრულწლოვან ასაკში ქორწინება ქალს თავისი შესაძლებლობების სრულადგამოვლენის საშუალებას აძლევს, რაც ყველასთვის სასიკეთოა. ახალგაზრდაქალი, რომელიც სრულწლოვან ასაკში ქორწინდება, დიდი ალბათობით, იღებსსრულფასოვან განათლებას, მუშაობს და შეაქვს ინვესტიცია ოჯახში. მეტადმნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ ახალგაზრდას, თუ სრულწოვან ასაკშიქორწინდება, მეტი ძალა შესწევს დამოუკიდებლად

 

მიიღოს თავისიცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, თავის მეუღლესთან ერთადაირჩიოს როდის და რამდენი შვილი იყოლიოს.

 გოგონების განვითარებაშიინვესტირება ყველასთვის სიკეთის მომტანია: ოჯახისთვის, საზოგადოებისათვისდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თვითონ გოგონასთვის. ადრეული/ბავშვობისასაკში ქორწინება გოგონების უფლებების დარღვევაა, ის მათ ართმევსბავშვობას, ხელს უშლის სრულფასოვანი განათლების მიღებაში, საფრთხესუქმნის მათ ჯანმრთელობას და ზღუდავს მათ შესაძლებლობებს.გოგონებისათვის მიყენებულ ზიანს ვერ გაამართლებს ადრეული ქორწინებისვერავითარი კულტურული, რელიგიური თუ ეკონომიკური მოტივი. გოგონასუნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება და საშუალება, თვითონ გადაწყვიტოს, თუროდის და ვისზე დაქორწინდება. მშობლებმა, საკუთარი შვილებისკეთილდღეობისთვის, მხარი უნდა დაუჭირონ და პატივი სცენ გოგონას არჩევანსდა გადაწყვეტილებას.

 

რეკომენდაციები :

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს:

  • უზრუნველყოს მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება ადრეულ ასაკშიქორწინების საკითხებთან დაკავშირებით არსებულ ვალდებულებებზე.
  • უზრუნველყოფილი იქნას სკოლებში ღია გაკვეთილების/სემინარებისორგანიზება რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობისა და უფლებებისშესახებ სპეციალისტთა მონაწილეობით.
  • სამოქალაქო განათლების სწავლებისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმოსადრეულ ასაკში ქორწინებისა თუ სხვა გენდერული უთანასწორობის საკითხებისმხრივ, საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

  • განხორციელდეს ეთნიკური ჯგუფებისათვის მშობლიური ენის მცოდნეფსიქოლოგების მოძიება, რათა ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზემოხდეს ადეკვატური რეაგირება.
  • მოხდეს სტრატეგიის შემუშავება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელიპირებისთვის საქართველოსა თუ საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითგათვალისწინებული ვალდებულებების განსახორციელებლად, მათ შორის,ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებისას არსებული მომსახურებისა დასერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

უზრუნველყოფილ იქნას ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე რეაგირებისსახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება და უბნის ინსპექტორის როლისგაძლიერება, რათა მოახდინოს ადგილობრივი თემის 

  • (განსაკუთრებით,ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა) ინფორმირება და შესთავაზოსკონსულტაციები ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებზ

დასკვნა :

უნდა გვახსოვდეს რომ ნაადრევი ქორწინება,ეს არის ძალადობის ერთ-ერთიფორმა და სავსებით სამართლიანად ასოცირდება დაკარგული ბავშვობასთან დააქედან გამომდინარე,ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ რომ დროთაგანმავლობაში შემცირდეს და შემდგომ აღმოიფხვრას ნაადრევი ქორწინებისპრობლემა.

 

ავტორი: გიორგი ასლამაზიშვილი , თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტი .

 

 

გამოყენებული ლიტერატურა :

  1. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2017 წლის კვლევა ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით .
  2. სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიში . ნაადრევ/ბავშვთა ასაკში ქორწინებაზე.
  3. UNFPA ადრეულ/ბავშვთა ასაკში ქორწინება.
  4.   საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 : საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ .

 

 საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე. 

სხვა სიახლეები
22 იან

სქესის ნიშნით დიფერენციისა და დისკრიმინაციის რეგულირების კონსტიიტუციური სტანდარტები

22 იან

მოვალის გარანტია-როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ფორმა

22 იან

ალიმენტის გადახდისთვის ჯიუტად თავის არიდება

22 იან

სქესის ნიშნით დიფერენციისა და დისკრიმინაციის რეგულირების კონსტიტუციური სტანდარტები

22 იან

ბუნებითი სამართლის საკითხი პირველი ქართველი პროკურორის სამართალშემოქმედებაში

22 იან

საარჩევნო ცენზები

22 იან

სამოსამართლო სამართალი, როგორც სამართლის წყარო

22 იან

დავალების ხელშეკრულება და ურთიერთობის მხარეები

18 იან

სამართალი და თავისუფლება , ზღუდავს თუ არა სამართალი თავისუფლებას?

18 იან

წამება და არაადამიანური მოპყრობა კვლავ აქტუალური გამოწვევაა