რისი მოთხოვნის უფლება აქვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კომპენსაციის სახით და რა შემთხვევაში?1259 2020.10.16
რისი მოთხოვნის უფლება აქვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კომპენსაციის სახით და რა შემთხვევაში?

სხვა­დას­ხვა უცხო­უ­რი და ქარ­თუ­ლი გა­მო­ცე­მა აქ­ტი­უ­რად წერ­და, რომ კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და. იგუ­ლის­ხმე­ბა რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ისე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა. მსხვერ­პლის როლ­ში კი ძი­რი­თა­დად, ქა­ლე­ბი იყ­ვნენ.

 

წაიკითხეთ: ambebi.ge - https://bit.ly/3jbd6Hk

 

ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და პრე­ვენ­ცი­ის კუ­თხით, ჯერ კი­დევ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა პო­ლი­ცი­ის­თვის დრო­უ­ლი შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხი, მა­შინ, როცა მსხვერ­პლს კა­ნო­ნი იცავს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ­დე­ნად გა­ი­ზარ­და მსხვერ­პლთა მხრი­დან ად­ვო­კა­ტე­ბის­თვის მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა და კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით რისი მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა აქვთ მათ? ამის შე­სა­ხებ OK&CG-ის დი­რექ­ტორს, ად­ვო­კატ და­ვით მუმ­ლა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ:

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი გა­ი­ზარ­და. რამ­დე­ნად გაზ­რდი­ლია თქვენს ბი­უ­რო­ში ამ პრობ­ლე­მით მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა?

ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა ძა­ლა­დო­ბის ყვე­ლა­ზე ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა მსოფ­ლიო მაშ­ტა­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა საკ­მა­ოდ მწვა­ვედ დგას სა­ქარ­თვე­ლო­ში. ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად მზარ­დია. ამ ფორ­მის ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­მა მკვეთ­რად იმა­ტა კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა ჩვენ სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­რო­ში საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და. უმე­ტეს შემ­თხვე­ვებ­ში ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი ვლინ­დე­ბო­და ქალ­თა მი­მართ. ძა­ლა­დო­ბის ფორ­მე­ბი ძი­რი­თა­დად ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და.

კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, სა­ინ­ტე­რე­სოა, კონ­კრე­ტუ­ლად, რა მი­იჩ­ნე­ვა ძა­ლა­დო­ბად და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის რა ფორ­მე­ბი არ­სე­ბობს? ხში­რად, მხო­ლოდ ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ზე კეთ­დე­ბა-ხოლ­მე აქ­ცენ­ტი...

არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა არის ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ მე­ო­რე წევ­რის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ისე­თი ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც არ­ღვევს ადა­მი­ა­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ უფ­ლე­ბებ­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბებს და ამ უფ­ლე­ბე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის შე­დე­გად ად­გი­ლი აქვს მსხვერ­პლის ფი­ზი­კურ, ფსი­ქო­ლო­გი­ურ, ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბას ან იძუ­ლე­ბას.

ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ისეთ ფორ­მა­ზე აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა რო­გო­რი­ცაა ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა უმე­ტეს­წი­ლად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმ ფაქ­ტო­რით, რომ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის უმ­ძი­მე­სი ფორ­მაა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა მსგავს შემ­თხვე­ვებ­ზე საკ­მა­ოდ კრი­ტი­კუ­ლად რე­ა­გი­რებს, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კე­ვულ ნა­წილს არ გა­აჩ­ნია საკ­მა­რი­სი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის გარ­და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის სხვა ფორ­მე­ბიც არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კა­ში საკ­მა­ოდ ხში­რად გვხვდე­ბა.

ზი­ა­ნის სა­ხით, რისი მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა აქვს ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლს და რა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა კომ­პენ­სა­ცი­ის მო­თხოვ­ნა?

მსხვერ­პლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია ზი­ა­ნის სა­ხით მო­ი­თხო­ვოს რო­გორც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ასე­ვე, არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი (მო­რა­ლუ­რი) ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ზი­ა­ნის ოდე­ნო­ბის გან­სა­ზღვრა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ძა­ლა­დო­ბის ფორ­მებ­სა და დამ­დგარ შე­დე­გებ­ზე. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა წარ­მო­ი­შო­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბის შე­დე­გად ხელ­ყო­ფი­ლია მსხვერ­პლის ქო­ნებ­რი­ვი სი­კე­თე ან ად­გი­ლი აქვს ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტებს, რაც თა­ვის მხრივ ფი­ნან­სურ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. არა­ქო­ნებ­რი­ვი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია პა­ტი­ვის, ღირ­სე­ბის, საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვის და ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის ვნე­ბის მი­ყე­ნე­ბის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი სუ­ლი­ე­რი და ფსი­ქი­კუ­რი ტან­ჯვის­თვის.

კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, გან­სხვავ­დე­ბა თუ არა მსხვერ­პლის უფ­ლე­ბე­ბი სქე­სის მი­ხედ­ვით? რო­მე­ლი­მეს მი­მართ ძა­ლა­დო­ბა ით­ვლე­ბა თუ არა მძი­მედ?

გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის პრინ­ცი­პი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მსხვერ­პლის უფ­ლე­ბე­ბი სქე­სის მი­ხედ­ვით დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი არ არის და ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის უფ­ლე­ბე­ბის და ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის მიზ­ნით მოქ­მე­დებს ერ­თი­ა­ნი სტან­დარ­ტი, თუმ­ცა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის, უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფის, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რის ან ორ­სუ­ლი ქა­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბა ით­ვლე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბად და ასე­თი ქმე­დე­ბის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია შე­და­რე­ბით მკაც­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

რა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­წე­როს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი და რამ­დე­ნად ძლი­ე­რი დამ­ცა­ვი მე­ქა­ნიზ­მია ეს?

ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და აღ­კვე­თი­სათ­ვის იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ხა­სი­ა­თი, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, არ იწ­ვევს სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და მისი აღ­კვე­თა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის ნორ­მე­ბის­გა­მო­ყე­ნე­ბით პო­ლი­ცი­ის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი თა­ნამ­შრობ­ლის მიერ ხდე­ბა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის, ხოლო სა­სა­მარ­თლოს მიერ დამ­ცა­ვი ორ­დე­რის გა­მო­ცე­მა. შე­მა­კა­ვე­ბე­ლი და დამ­ცა­ვი ორ­დე­რე­ბის გა­მო­ცე­მის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა აქვს, რო­გორც მსხვერ­პლს, ასე­ვე მსხვერ­პლის ოჯა­ხის წევ­რს. ამ აქ­ტე­ბით ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­ნი­სა­ზღვრე­ბა მსხვერ­პლის დაც­ვის დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მო­ძა­ლა­დეს შე­საძ­ლოა, აეკ­რძა­ლოს იმ სახ­ლთან მი­ახ­ლო­ე­ბა, სა­დაც მსხვერ­პლი ცხოვ­რობს, ასე­ვე, მის სამ­სა­ხურ­თან და იმ ად­გი­ლებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა, სა­დაც მსხვერ­პლი იმ­ყო­ფე­ბა, მო­ძა­ლა­დეს შე­საძ­ლოა აეკ­რძა­ლოს მსხვერ­პლთან ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის კო­მუ­ნი­კა­ცია ტე­ლე­ფო­ნის, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის და სხვა ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, მათ შო­რის, ია­რა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა.მსხვერ­პლი­სა და მო­ძა­ლა­დის შე­რი­გე­ბა არ აფერ­ხებს დამ­ცა­ვი და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბის გა­მო­ცე­მას და არ იწ­ვევს დამ­ცა­ვი და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბის მოქ­მე­დე­ბის გა­უქ­მე­ბას, თუ ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს მსხვერ­პლის ან მისი ოჯა­ხის სხვა წევ­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ჩა­დე­ნის საფრ­თხე. სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კის მი­ხედ­ვით, ისე­ვე რო­გორც ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში, შე­მა­კა­ვე­ბე­ლი და დამ­ცა­ვი ორ­დე­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ხო­რი­ე­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის აღ­კვე­თის ეფექ­ტურ სა­შუ­ა­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის რა მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ­სე­ბობს?

ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და აღ­კვე­თის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი, სა­მო­ქა­ლა­ქო­სა­მარ­თლებ­რი­ვი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ­სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მე­ბი. ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ან/და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მე­ბი გუ­ლის­ხმობს იმ სო­ცი­ა­ლურ, ეკო­ნო­მი­კურ, სა­მარ­თლებ­რივ და სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბას, რომ­ლე­ბიც მი­მარ­თუ­ლია ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ან/და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის მი­ზე­ზე­ბი­სა და წი­ნა­პი­რო­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის­კენ, ძა­ლა­დო­ბის აღ­კვე­თის­კენ, მო­ძა­ლა­დის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის­კენ, მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ქცე­ვის კო­რექ­ცი­ის­კენ, მსხვერ­პლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და ადაპ­ტა­ცი­ის­კენ. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით 2020 წლის 1 სექ­ტემ­ბრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა სა­მარ­თლის ნორ­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლი ხდე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ან/და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ის­კენ მი­მარ­თუ­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბის ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის (სკო­ლე­ბის), პრო­ფე­სი­უ­ლი და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, რომ­ლის ეფექ­ტუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ხელს შე­უ­წყობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ას და ამ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას. ამას­თან არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ, რომ ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცია და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბა არა მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფოს ან ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის, არა­მედ თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის სო­ცი­ა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა.

 

წყარო: ambebi.ge