ირღვევა თუ არა საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმფცია ? 497 2020.07.30
ირღვევა თუ არა საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმფცია ?

უდანაშაულობის პრეზუმფცია – ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი ფუნდამენტია. იგი სისხლის სამართლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელიც ბრალდებულის ინტერესების დაცვას ემსახურება. მის მნიშვნელობაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია არამარტო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, არამედ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით.

 როგორც საადვოკატო ბიურო „OK&CG “-ის იურისტები განმარტავენ, უდანაშაულობის პრეზუმფცია გულისხმობს იმას, რომ  პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. ამასთანავე, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . არც არავის აქვს უფლება, ბრალის დამტიკიცებამდე პირის დამნაშავედ გამოცხადებისა, მეტიც, ეს მნიშვნელოვნად არღვევს ბრალდებულის უფლებებს. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ვისაც ეკისრება და ვისაც აქვს ამის უფლება, ეს არის პროკურატურა/პროკურორი. ხოლო ბრალდებულის დამნაშავეობა-უდანაშაულებას წყვეტს სასამართლო, შესაბამისად, უდანაშაულობის პრეზუმფცია პირს ანიჭებს უფლებას, რომ მისი საქმე სამართლიან სასამართლოზე იქნეს განხილული. 

 

ბოლო პერიოდში არაერთ გახმაურებულ სისხლის სამართლებრივ საქმეზე მოგვისმენია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე დასახელებულა პირი დამნაშავედ. ხშირად ხდება, რომ გახმაურებულ მკვლელობებზე არც სახელმწიფო სტრუქტურები, არც მედია და არც საზოგადოება არ ელოდებიან სამართლიანი სასამართლოს შედეგებს და ბრალდებულს „მკვლელად“ მოიხსენიებენ. ამის ტირაჟირება ძირითადად ხდება მედიასაშუალებების მეშვეობით, რადგან პრინციპში სწორედ ამ გზით ხდება ამბავიც გახმაურებული;  მაშინ, როდესაც რაიმე გახმაურებულ სისხლის სამართლებრივ საქმეზე მედიასაშუალებებით ხდება გაშუქება, ყოველთვის ვაწყდებით უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფაქტებს, რაც რა თქმა უნდა, უნდა აღმოიფხვრა. საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის იურისტების თქმით, „კარგი იქნება, თუ ამ მიმართულებით თავად მედიასტანდარტი აიწევა მაღალ ხარისხზე, თავად მედია გააკონკტროლებს, რომ ისე გააშუქოს ესა თუ ის ამბავი, რომ არ დაირღვეს ბრალდებულის უფლებები, ყურადღება მიაქციოს ტერმინებს, რითაც მოიხსენიებენ ბრალდებულს და იქამდე, ვიდრე სასამართლო არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, იზრუნოს პირის უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვაზე და არ უწოდოს დამნაშავე. რა თქმა უნდა, ეს არ ეხებათ მხოლოდ ჟურნალისტებს, ხშირად საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების დროს თავად რესპოდენტები მოიხსენიებენ ხოლმე ჯერ კიდევ ბრალდებულს დამნაშავედ და არ ფიქრობენ იმაზე, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები ადამიანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უფლებას არღვევს. 

„OK&CG“-ში მიაჩნიათ, რომ დემოკრატიული სახელწიფოს შენებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი, რაც ადამიანის უფლებების დაცვაზე მიუთითებს, მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული, უდანაშაულობის პრეზუმფცია კი ერთ-ერთია იმ უფლებათაგან, რაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. 

 

სხვა სიახლეები
30 ნოე

ნაფიც მსაჯულად მონაწილეობაზე უარის თქმის გამო შესაძლოა 1000დან 1500 ლარამდე ჯარიმა დაგეკისროთ

24 ნოე

რა იწვევს დანაშაულის რომანტიზებას?

17 ნოე

რა ბედი ელის ფინანსურ ვალდებულებებს კომპანიის ლიკვიდაციის დროს – ადვოკატი ანა გორდეზიანი

17 ნოე

რითი განსხვავდება სამეწარმეო საქმიანობის ფორმები და როგორ ავარჩიოთ ჩვენთვის სასურველი

02 ნოე

იყო თუ არა საქართველოს ბანკზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა ტერორისტული აქტი?

30 ოქტ

უწყინარი კომპლიმენტი თუ პერსონალური მონაცემების დარღვევა?

28 ოქტ

რა შემთხვევაში შეიძლება დაკარგოთ ნაჩუქარი უძრავი ქონება ან სხვა ნივთი  

27 ოქტ

დასჯადია თუ არა მესენჯერში არასასურველი და ძალადობრივი კომუნიკაცია – იურისტი ადევნებასა და სექსუალურ ძალადობაზე

16 ოქტ

იურიდიული მომსახურება, რომელიც კომპანიისთვის ფინანსურად ყველაზე მომგებიანია

16 ოქტ

რისი მოთხოვნის უფლება აქვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კომპენსაციის სახით და რა შემთხვევაში?