იზოლაცია, როგორც დამატებითი საფრთხე ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის 556 2020.05.05
იზოლაცია, როგორც დამატებითი საფრთხე ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის

უცხო არ არის, რომ საქართველოში ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე რთული და საყურადღებო პრობლემაა.  მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა არასამთავრობო თუ სამთავრობო სტრუქტურა ამ პრობლემის მოგვარებას დიდ დროს უთმობს, იგი დღემდე ყველაზე რთულად გადასაჭრელ პრობლემად. ამას ადასტურებს თუნდაც მიმდინარე წლის დასაწყისში გამოვლენილი ფემიციდის შემთხვევები, როდესაც მხოლოდ იანვრისა და მარტის თვეში 8 ქალი გახდა ფემიციდის მსხვერპლი. 

სურათს სიზუსტისთვის, მცირე სტატისტიკური გადახვევა გავაკეთოთ: შინაგან საქმეთა სამინისრტროს ინფორმაციით,  2019 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 7 ქალი გარდაიცვალა. ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის კი ბრალი 4564 პირს წარედგინა.

დავუბრუნდეთ საკითს, თუ რამდენად მძაფრდება ოჯახში ძალადობის საფრთხე კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინისა და იზოლაციის პირობებში. COVID-19-ის პანდემიის გამო სახლში გამოკეტილ მსოფლიოს უამრავი პრობლემა გაუჩნდა. ოჯახში ძალადობის მასიური ზრდა მათგან ერთ ერთია და ამ მხრივ, შემაშფოთებელ მონაცემებს უკვე აქტიურად ავრცელებს დასავლური პრესა. გამონაკლისი არც საქართველოა. მაშინ, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი ან კარანტინშია, ან თვითიზოლაციაში – ასობით ადამიანი პოტენციურ მოძალადესთან ერთ სივრცეში რჩება გამოკეტილი. სახლიდან გასვლას ვერც მოძალადე ახერხებს, ვერც მსხვერპლი. პოტენციურად, მოძალადე, რომელიც 24 საათი სახლშია, საკუთარ ძალადობას ახლა უფრო ხშირად ავლენს საკუთარ სახეს და მიმართავს ძალადობას მეუღლის, შვილების თუ ოჯახის სხვა წევრების მიმართ, ვიდრე აქამდე, მსხვერპლს კი ამჯერად უფრო ნაკლებად აქვს შესაძლებლობა, თავს უშველოს: ვერ რეკავს, ვერ ახერხებს სახლიდან გასვლას და ვინმესთვის დახმარების თხოვნას, არ აქვს შესაძლებლობა, მიაკითხოს რომელიმე ორგანიზაციას და ა.შ.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო თვეების სტატისტიკური მონაცემებითა და სახალხო დამცველისადმი ნაკლები მიმართვიანობით თუ ვიმსჯელებთ, მივიღებთ სურათს, რომ ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი არ გაზრდილა, თუმცა ამ  მონაცემებს არარეალურს უწოდებენ თავად ოჯახში ძალადობის მიმართ მომუშავე ფსიქოლოგები და  სპეციალისტები და ფიქრობენ, რომ ვინაიდან ამ ეტაპზე პანდემიის პირობებში გამოვლენილი ოჯახური ძალადობის შემთხვევათა სტატისტიკა არ არსებობს, არ ნიშნავს, რომ შემთხვევები არ იზრდება. მათ მიაჩნიათ, რომ როდესაც პანდემია გადაივლის და მსხვერპლებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამის ორგანოებს ხმა მიაწვდინონ, სურათი უფრო ნათელი გახდება და ყველა შემთხვევა ერთიანად გამოვლინდება. 

 საგანგებო მდგომარეობის პირობებში პრიორიტეტად მიიჩნევს სახელმწიფოს მიერ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას საქართველოს სახალხო დამცველიც. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმართვიანობა არ გაზრდილა, საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მასობრივი იზოლაცია და კომენდანტის საათის მოქმედება ზრდის ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის რისკებს და ართულებს დაცვის და დახმარების სერვისებზე პირდაპირ წვდომას“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი. 

ომბუდსმენის შეფასებით, ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით აუცილებელია:

1.მომზადდეს სპეციალური კამპანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, რათა ძალადობის მსხვერპლებს ხელი მიუწვდებოდეთ არსებულ დაცვისა და დახმარების ინფორმაციასა და სერვისებზე (ცხელი ხაზი, 112 აპლიკაცია) ონლაინ, მათ შორის უმცირესობების ენებზეც.

2.სამართალდამცავი უწყების მიერ დროულად იქნეს შემუშავებული ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკის შეფასებისა და მონიტორინგის სპეციალური მეთოდოლოგია და ყველა საჭირო შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს მოძალადის განრიდების მექანიზმი.

3.თავშესაფრებთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებულ იქნას იმ ძალადობის მსხვერპლთა მატერიალური დახმარების პაკეტები, ვინც თავშესაფარი დატოვა ან უნდა დატოვოს შეცვლილი ეკონომიკური რეალობის პირობებში.

 

ფოტო: რადიო თავისუფლება

სხვა სიახლეები
20 აგვ

მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება შეიზღუდება

30 ივლ

ირღვევა თუ არა საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმფცია ?

23 ივლ

რას ნიშნავს „წამლის გამსაღებელი ექიმები“ და პრობლემა, რომლის შესახებაც ექიმების ნაწილი ალაპარაკდა

20 ივლ

რატომაა ოჯახში ძალადობაზე ბრალდებულთა გამართლების მაღალი სტატისტიკა?

13 ივლ

როგორ გაუყიდეს საზღვარგარეთ მცხოვრებ ვეტერან ფეხბურთელს სახლი საქართველოში თაღლითებმა

22 ივნ

სამართლებრივად რას ნიშნავს „უღირსი მემკვიდრე“ და რა პროცედურებია საჭირო მემკვიდრეობის მისაღებად?

15 ივნ

როგორ გასცემს მშობელი უნებლიედ ბავშვის პირად მონაცემებს?

12 ივნ

გაზარდა თუ არა ონლაინ-ვაჭრობამ კიბერდანაშაულის რისკები და როგორ დავიცვათ თავი მისგან?

09 ივნ

შეეძლოთ თუ არა ბანკებს 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის დროს სესხებზე პროცენტის დარიცხვა შეეჩერებინათ?

01 ივნ

ბავშვთა უფლებები საქართველოში