დასაქმების ადგილას სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულაციები1115 2019.10.09
დასაქმების ადგილას სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულაციები

დასაქმების ადგილას სექსუალური შევიწროება რამდენადაც გავრცელებული და მწვავე პრობლემაა იმდენად დაფარულია, ამიტომ მასთან ბრძოლა საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანია.

სექსუალური შევიწროების პრევენცია, მათ შორის დასაქმების ადგილას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რაც შეიძლება კანონმდებლობამ შეითავსოს. სექსუალური შევიწროების ნეგატიური შედეგები აისახება არა მხოლოდ სამუშაო გარემოზე, არამედ მსხვერპლის ჯანმრთელობასა და მის მენტალურ თუ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

 

სექსუალური შევიწროება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს - მათ შორის, ფიზიკური შევიწროება შეიძლება გულისხმობდეს არასასურველ შეხებას, პირადი სივრცის დარღვევას; სიტყვიერი შევიწროება გულისხმობს შეუფერებელ და სქესობრივი ხასიათის შეურაცხმყოფელ შენიშვნებს, ხუმრობასა და შეკითხვებს გარეგნობასთან, ცხოვრების სტილსა და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება იყოს, ასევე, მუქარები, შეურაცხმყოფელი სატელეფონო ზარები და, ბოლოს, არავერბალური შევიწროება. ამგვარი შევიწროების შედარებით ბოლოდროინდელი ფორმაა სექსუალური ხასიათის წინადადებების შემცველი, არასასურველი და შეურაცხმყოფელი ელექტრონული წერილები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომელსაც ზოგჯერ უწოდებენ კიბერშევიწროებას.

 

საქართველოს ორგანული კანონის,შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.

 დისკრიმინაციად (მათ შორის, სექსუალურ შევიწროებად) მიიჩნევა პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.

 სექსუალურ შევიწროებად მიიჩნევა პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

შენიშვნა: ამ კანონის მიზნებისთვის სექსუალური ხასიათის ქცევად მიიჩნევა სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა.

 

 დისკრიმინაციად არ ჩაითვლება პირთა განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მისი მიღწევის თანაზომიერი და აუცილებელი საშუალება.

 შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. 

 

აკრძალულია დასაქმებულისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა,მის მიმართ ნებისმიერი სახის უარყოფითი მოპყრობა და მასზე ზემოქმედება იმის გამო, რომ დასაქმებულმა დისკრიმინაციისაგან დასაცავად განცხადებით ან საჩივრით მიმართა შესაბამის ორგანოსან ითანამშრომლა მასთან. 

 

სექსუალურ შევიწროებას ასევე ეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1661-ე მუხლი, რომლის თანახმადაც:

 1. სექსუალური შევიწროება − საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში −გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს 1 თვემდე ვადით.

გარდა, საქართველოში არსებული მწვავე ვითარებისა, უცხოენოვან წყაროებზე და კვლევებზე დაყრდნობითაც, ირკვევა რომ 2018 წელს ქალების 81% ერთხელ მაინც იყო სექსუალური შევიწროების მსხვერპლი დასაქმების ადგილას. 

 

ასევე, 16-დან 30 წლამდე ასაკის ქალების 23% განიცდის სექსუალურ შევიწროებას, მაგრამ კვლევების თანახმად, მათგან მხოლოდ 8%  საუბრობს საჯაროდ ამაზე და იწყებს სამართლებრივ ბრძოლას. როგორც ისინი განმარტავენ მიზეზი იმისა, რომ ამ ყველაფერს ხმამაღლა არ გამოხატავენ და საკუთარ უფლებებს არ იცავენ სამსახურის დაკარგვის და საზოგადოებრივი რეაქციის შიშია.

https://www.npr.org/sections/thetwo-way/2018/02/21/587671849/a-new-survey-finds-eighty-percent-of-women-have-experienced-sexual-harassment

https://iwpr.org/publications/sexual-harassment-work-cost/

https://i-sight.com/resources/guide-to-workplace-sexual-harassment-infographic/

https://www.theguardian.com/world/2018/sep/13/workplace-gender-discrimination-remains-rife-survey-finds