რამდენად კარგად არის დაცული მომხმარებელთა უფლებები საქართველოში? 402 2019.09.11
რამდენად კარგად არის დაცული მომხმარებელთა უფლებები საქართველოში?

 თანამედროვე საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ან მისი არ არსებობის შესახებ ბევრს საუბრობენ. როგორც წესი, მოქალაქეებმა თითქმის არასოდეს ვიცით არამხოლოდ ის, თუ რას ვყიდულობთ, არამედ ისიც კი, თუ რა უფლებები გვაქვს ამა თუ იმ პროდუქტზე ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებით. თითქმის არასოდეს ვიცით, როგორ დავიცვათ თავი არასასურველი, დაბალი ხარისხის პროდუქციის შეძენისგან, როგორ უნდა გავარჩიოთ პროდუქტი ვარგისია თუ არა, ვის უნდა მივმართოთ რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ კი საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, მომხარებელთა უფლებებსა და თავისუფლებებს ცალსახად ითვალისწინებს,  თუმცა, პრაქტიკაში ეს უფლებები უმეტეს შემთხვევაში ბუნდოვან ცნებად რჩება.

დარღვევები, რომლებსაც ქართულ თანამედროვეობაში ყოველდღიურად ვაწყდებით არის ის, რომ მაგალითად:

ბაზარზე იყიდება ყალბი, ფალსიფიცირებული პროდუქცია; მომხმარებელს მიჰყიდეს ნაკლიანი პროდუქცია და აღმოჩენის შემთხვევაში, უარი უთხრეს ნაკლის უფასოდ გამოსწორებაზე ან თანხის დაბრუნებაზე; ბაზარზე იყიდება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი პროდუქცია, უმეტესად მომხმარებელეს არ აქვს შესაძლებლობა, ამა თუ იმ პროდუქტზე მიიღოს სწორი, სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია და ა.შ.

მაგალითისთვის, რამდენიმე დღის წინ momxmarebeli.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ საფრანგეთში გაგზავნილი 35 ნიმუშიდან  5-ში მავნე ნივთიერებები  აღმოჩნდა. მათ შორის იყო შამპუნი, სახის კრემი, ფრჩხილის ლაქი, თმის საღებავი და ტუჩსაცხი. აღსანიშნავია, რომ ამ პროდუქტებში აღმოჩენილი ნივთიერებების გამოყენება ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია, საქართველოში კი მათზე კონტროლი ფაქტობრივად, არ არსებობს.

საინტერესო ის არის, თუ როგორ აღმოჩნდა აღნიშნული პროდუქცია ქვეყანაში და შემდეგ კოსმეტიკის ბაზარზე, რატომ არ შემოწმდა მომხმარებელთან მიწოდებამდე და ზოგადად როგორ კონტროლდება მომხმარებელთათვის ვარგისი პროდუქციის მიწოდება?!... 

 პასუხი ის არის, რომ შესაბამისი სამსახური, რომელიც ზემოაღნიშნულ პროდუქციას უნდა ამოწმებდეს, ქვეყანაში არ არსებობს.  სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის სამსახური ჯერ კიდევ 2002 წელს გაუქმდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  იმპორტზე შემოტანილი პარფიუმერული პროდუქციის კონტროლი  სატრანსპორტო დოკუმენტაციის მიხედვით ხდება. ასევე, საბაჟო ამოწმებს მოთხოვნისამებრ წარმოდგენილი დეკლარირებული მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციების უტყუარობისა და იმპორტის გადასახდელის დარიცხვის სისწორეს. საჭიროების შემთხვევაში კი, საქონლის სკანირების საშუალებით   ხდება დეტალური დათვალიერება და საზღვარზე პროდუქციის ლაბორატორიული შემოწმება არ ტარდება. რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები დაზღვეული არ არიან იმისგან, რომ მათ უვარგისი ან თუნდაც უარესი, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი პროდუქციის შეძენისგან...

 

 

 

   

სხვა სიახლეები
21 ნოე

ნომინალური მფლობელობის ანგარიში ადვოკატებისათვის

20 ნოე

მიხეილ ჯავახიშვილი დამოუკიდებელ სასამართლოზე, თავისუფლებასა და მორალზე

20 ნოე

ეთიკის კომისიის მნიშვნელოვანი რეკომენდაცია

20 ნოე

ადვოკატთა ასოციაციასა და დევნილთა სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

15 ნოე

საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აუქციონთან დაკავშირებით

14 ნოე

პარლამენტმა პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას მხარი არ დაუჭირა

13 ნოე

მიწის რეგისტრაცია მარტივდება

12 ნოე

აზარტული თამაშობების შესახებ არსებული კანონმდებლობა და მასთან დაკავშირებული შედეგები

12 ნოე

სახალხო დამცველი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

04 ნოე

 საბერძნეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით თავშესაფრის მიღების შესახებ კანონი გამკაცრდა