რა რისკებს შეიცავს თავდებად დადგომა?3608 2018.12.27
რა რისკებს შეიცავს თავდებად დადგომა?

საბანკო და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებები კრედიტის გაცემამდე ხშირად მიუთითებენ პოტენციურ მოვალეს, რომ სესხს გასცემენ მხოლოდ თავდების წარმოდგენის შემთხვევაში. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის. მაშინ, როდესაც ვიღაც ახლობელი გთხოვთ, თავდებში ჩაუდგეთ, ვერ ითვალისწინებთ, თუ რა თანმდევი რისკები შეიძლება, ახლდეს ამ უკანასკნელს. 

 საადვოკატო ბიური „OK&CG“-ში აცხადებენ, რომ ხშირია შემთხვევები, როცა თავდებში მყოფი პირები დაზარალებულის ამპლუაში ყოფილან. რა უნდა გაითვალისწინოთ იქამდე, ვიდრე ვინმეს თავდებში ჩაუდგებით?  ამ შეკითვაზე საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს ადვოკატები გვეტყვიან:

 როგორც იურისტი განმარტავს, თავდებობას საკრედიტო დაწესებულებები იმიტომ მიმართავენ, რომ ამ შემთხვევაში იზრდება ვალდებულების შესრულების ალბათობა: იმის მიხედვით, თუ რა სახის თავდებობაა თანხას გადაიხდის მოვალე ან/და თავდები.

 

განვმარტოთ თავდებობა...

თავდებობა შეიძლება იყოს ვადიანიც და უვადოც.  თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა, კერძოდ თავდებობა უნდა დაიდოს წერილობითი სახით და მასში უნდა იყოს განსაზღვრული ის ზღვრული თანხა, რომლის ფარგლებშიც აგებს თავდები პასუხს ძირითადი ხელშეკრულების მოვალის ვალდებულებისათვის.

 

სოლიდარული და სუბსიდიური თავდებოა...

 ერთმანეთისგან განსხვავდება სოლიდარული და სუბსიდიური თავდებობა. თუ ხელშეკრულებით მხარეები განსხვავებულ წესზე არ შეთანხმდებიან მოქმედებს სუბსიდიური თავდებობის წესები, რაც გულისხმობს იმას, რომ თავდებისადმი მიმართვა მოვალის ვალდებულების შესრულების მიზნით შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების განხორციელება (სასამართლოს გზით ვალდებულების შესრულების მოთხოვნა). წინააღმდეგ შემთხვევაში, თავდებს შეუძლია, უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე.

თუ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდებიან, რომ თავდები კისრულობს ვალდებულებას სოლიდარულად, მაშინ კრედიტორს ექნება შესაძლებლობა, ძირითადი მოვალის მიმართ სასამართლო ღონისძიებების გატარების გარეშე მოსთხოვოს თავდებს მოვალის ვალდებულების შესრულება. ამ შემთხვევაში თავდები გარკვეულწილად უთანაბრდება მოვალეს.

 თავდები უფლებამოსილია, იყოს ინფორმირებული მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების, შესრულების ვადის გადაცილების შესახებ. კრედიტორი ვალდებულია  აღნიშნული ინფორმაცია თავდების მოთხოვნისთანავე გასცეს, წინააღმდეგ შეთხვევაში იგი თავისუფლდება შესაბამისი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო დამდგარი ზიანისაგან.

 

 საბანკო და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებები კრედიტის გაცემამდე ხშირად მიუთითებენ პოტენციურ მოვალეს, რომ სესხს გასცემენ მხოლოდ თავდების წარმოდგენის შემთხვევაში.

 თავდებობას საკრედიტო დაწესებულებები მიმართავენ, რადგან ამ შემთხვევაში იზრდება ვალდებულების შესრულების ალბათობა: იმის მიხედვით, თუ რა სახის თავდებობაა თანხას გადაიხდის მოვალე ან/და თავდები.

 

თავდებობა შეიძლება იყოს ვადიანიც და უვადოც...

 

თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა, კერძოდ თავდებობა უნდა დაიდოს წერილობითი სახით და მასში უნდა იყოს განსაზღვრული ის ზღვრული თანხა, რომლის ფარგლებშიც აგებს თავდები პასუხს ძირითადი ხელშეკრულების მოვალის ვალდებულებისათვის.

 

 რა ხდება მაშინ, როცა მოქალაქეები არ უღრმავდებიან თავდებობის თანმდევ რისკებს და ხელშეკრულებას ხელს გაუაზრებლად აწერენ ?  

 

  ყველამ, ვინც პრაქტიკაში იცნობს ამ საკითხს, იცის, რომ დავდებობის ხელშეკრულების ფორმა, რომელსაც საბანკო დაწესებულებები იყენებენ, შაბლონურია და ყველა მათგანი თავდებში მყოფ პირს მაქსიმალურად მაღალ პასუხისმგებლობას აკისრებს. საქმე ის არის, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით, იმ შემთხვევაში თუ მოვალე ვერ დაფარავს ნაკისრ ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს შეუძლია, დარჩენილი ვალის ანაზღაურება თავდებში მყოფ პირს მოსთხოვოს.

 

 

დაბოლოს, საადვოკატო ბიურო „OK&CG“  მოქალაქეებს ურჩევს, ვინმესთვის თავდებში ჩადგომისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ და თუ მაინც გარისკავენ, გაითვალისწინონ, რამდენად გადადისუნარიას მესესხებელი, ვისაც თავდებში უდგებიან, რადგან იმ შემთხვევაში, თუ მოვალე სესხს ვერ გადაიხდის, ვალდებულების შესრულება მას მოუწევს.