error 1667 2018.11.30
რა არის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება?

თანამედროვე ეპოქაში მოქალაქეები ნაკლებად არიან ინფორმირებულნი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების, მისი არსისა და სამართლებრივი ბუნების შესახებ. საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს ხშირად შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები შესაბამისი სამართლებრივი შედეგების წარმოშობისთვის დებენ ჩუქების ხელშეკრულებას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მათ მიერ დასახული მიზნის მიღწევას და მჩუქებლისათვის ნაკლებად ქმნის სამართლებრივი დაცვის გარანტიებს“.

 

ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გამოვყოფთ რამდენიმე იმ ძირითად კითხვას, რომლითაც ყველაზე ხშირად მომართავენ საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს მოქალაქეები.

 

რა  არის სამისდღეშიო  რჩენის ხელშეკრულება? რაზეა  დამოკიდებული სარჩოს  ოდენობა? სავალდებულოა  თუ  არა,  რომ   სამისდღეშიო რჩენისხელშეკრულება  დაიდოს წერილობითი ფორმით?  რა  შეზღუდვები არსებობს  ხელშეკრულების ფარგლებში  ? 
 
რა  შემთხვევებშია   შესაძლებელი  სამისდღეშიო რჩენის  ხელშეკრულების შეწყვეტა?  და  ..

 

როგორც „OK&CG“-ს იურისტები განმარტავენ, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით მარჩენალი მოვალეა გადაუხადოს სამისდღეშიო სარჩო სარჩენს მთელი სიცოცხლის მანძილზე (თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს). სამისდღეშიო სარჩოს ოდენობა და გადახდის ვადები დგინდება მხარეთა შეთანხმებით.

 

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ძირითადად, იგი იდება იმ შემთხვევაში, როდესაც სარჩენი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროებს დახმარებას ან/და არის შრომისუუნარო ან/და საჭიროებს მოვლას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ასეთ შემთხვევაში იგი აფორმებს რჩენის ხელშეკრულებას მარჩენალთან, რომელსაც რჩენის მოვალეობის სანაცვლოდ გადასცემს თავის საკუთრებაში არსებულ ქონებას, მარჩენალი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, არ არის აუცილებელი რომ მარჩენალს ნათესაური კავშირი ჰქონდეს სარჩენ პირთან.

 

მეორე მხრივ მარჩენალი ვალდებულია ამ ქონების სანაცვლოდ უხადოს სარჩენს სარჩო, რომელიც შეიძლება დადგინდეს ფულადად ან ნატურალური სახით. სარჩოს ფულადი სახით განსაზღვრისას მხარეები თანხმდებიან თანხის გადახდის ვადებსა და მის ოდენობაზე. შესაძლებელია განისაზღვროს თანხის გადახდა ყოველთვიურად.

 

სამისდღეშიო სარჩო შეიძლება ასევე დადგინდეს ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით). ამ შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე დეტალურად უნდა იყოს გაწერილი ხელშეკრულებაში.

სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს უფლება არა აქვს გაასხვისოს, დააგირაოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება სარჩენის წერილობითი თანხმობის გარეშე. მარჩენალის ვალების გამო გადახდევინების მიქცევა ამ ქონებაზე დაუშვებელია.

 

იმ შემთხვევაში, თუ მარჩენალი გარდაცვლება სარჩენი პირის რჩენის ვალდებულება გადადის მის იმ მემკვიდრეებზე, რომლებმაც მიიღეს გადაცემული ქონება. მემკვიდრის მიერ ამ ვალდებულებაზე უარის თქმის შემთხვევაში ქონება რომელიც სარჩენმა გადასცას მარჩენალს უბრუნდება სარჩენს. ამ დროს ხელშეკრულება წყდება.

 

სამისდღეშიორჩენისხელშეკრულებისდადებისწესი

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

რეგისტრაციისწესიდაპირობები

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაციისათვის, დაინტერესებულმა პირმა (მარჩენალმა ან სარჩენმა) უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს, ნოტარიუსს ან სხვა ავტორიზებულ პირს.

 

სხვა სიახლეები
05 დეკ

რა შეიძლება, გაიწეროს საქორწინო კონტრაქტში?

03 დეკ

როგორ ხდება მშობლის უფლების ჩამორთმევა ან აღდგენა?!

24 ნოე

დონაცია საქართველოში - რა პროცედურებთან არის დაკავშირებული ორგანოთა გადანერგვა

20 ნოე

რა არის აუცილებელი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებისათვის?

16 ნოე

არბიტრაჟი - დავა სასამართლოს გარეშე

08 ნოე

რა შემთხვევაში გაუქმდება ჩუქების ხელშეკრულება?

08 ნოე

რა პროცედურებს ითვალისწინებს შვილად აყვანა?

07 ნოე

„კანონმდებლობით გათვალისწინებული შვებულების ხანგრძლივობა ხშირად ირღვევა“

05 ნოე

როგორ მოქმედებს კანონი დანაშაულის შეუტყობინებლობაზე?

02 ნოე

„ხანდაზმულობის გასვლით მოვალე ვალდებულებისგან თავისუფლდება“