error 291 2018.11.24
დონაცია საქართველოში - რა პროცედურებთან არის დაკავშირებული ორგანოთა გადანერგვა

 ორგანოთა ტრანსპლანტაციის ოპერაციები უკვე წლებია, რაც წარმატებით ხორციელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებშიც ორგანოთა გადანერგვაა შესაძლებელი, სამი ათეული წელია, საქართველოც შეემატა. ტრანსპლანტაციის მიზანი ავადმყოფი ორგანოს ჯანმრთელით ჩანაცვლებაა. საქართველოში, გადანერგილი ორგანოებით, სიცოცხლეს 100-ზე მეტი ადამიანი ინარჩუნებს.

საადვოკატო ბიურო OK&CG-ის იურისტები განგვიმარტავენ, რა სამართლებრივ პროცედურებთან არის დაკავშირებული საქართველოში ორგანოთა ტრანსპლანტაცია, როგორ არეგულიეებს ამ უკანასკნელს კანონმდებლობა და რაშეზღუდვები არასებობს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორგანოთა გადანერგვა, ტრანსპლანტაცია არის ადამიანის ორგანოს სხვა ადამიანისათვის გადანერგვა სიცოცხლის გადარჩენის, განკურნების, დაავადების პროგრესირების შეფერხების ან ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად; ასეა განმარტებული საქართველოს კანონმდებლობაშიც. 

ვინ შეიძლება, იყოს დონორი ?  დონორი შესაძლოა იყოს ცოცხალი ადამიანი ან გარდაცვლილი, რომლისგანაც იღებენ ორგანოს სხვა ადამიანისათვის გადასანერგად, ხოლო  რეციპიენტი გახლავთ ადამიანი, რომელსაც მკურნალობის მიზნით გადაენერგა სხვა ადამიანის ორგანო;

 

ორგანოს გაცემა რასაკვირველია ნებაყოფლობითია, თუმცა ორგანოთა გადანერგვისთვის საჭიროა ტრანსპლანტაციის საბჭოს, ხოლო გარკვეულ შემთხვევაში სასამართლოს თანხმობა.

გადანერგვის მიზნით ცოცხალი დონორისაგან ორგანოს აღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია შემდეგი პირობები:

ა) დონორი ქმედუნარიანია, გარდა ამ კანონის მე-20 მუხლში გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ხდება არასრულწლოვანისგან ძვლის ტვინის აღება სხვა ადამიანისთვის გადასანერგად.

ბ) ცოცხალი დონორი შეიძლება იყოს:

ბ.ა) რეციპიენტის გენეტიკური ნათესავი;

ბ.ბ) რეციპიენტის მეუღლე, თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 1 წელი;

ბ.გ) რეციპიენტის მეუღლის შვილი, დედა (დედამთილი/სიდედრი), მამა (მამამთილი/სიმამრი), შვილიშვილი, ბებია, პაპა, და (მული/ცოლისდა), ძმა (მაზლი/ცოლისძმა), შვილის მეუღლე (რძალი/სიძე), შვილიშვილის მეუღლე (რძალი/სიძე), დის მეუღლე (სიძე), ძმის მეუღლე (რძალი), თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 2 წელი.

ბ.დ) რეციპიენტთან ახლო პირადი ურთიერთობის მქონე პირი, თუ ცოცხალი დონორი ამ მუხლის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს შორის არ მოიძებნა და არ არსებობს რეციპიენტისათვის სიცოცხლის შენარჩუნების, მისი მძიმე ავადმყოფობისაგან განკურნების, დაავადების პროგრესირების შეჩერების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მკურნალობის ხელმისაწვდომი ალტერნატიული მეთოდი.

 

ცოცხალი დონორის შესაძლებელი დონორობა გამოირიცხება შემდეგ შემთხვევებში:

ა) ასაკი 18 წელზე ნაკლები ან 65 წელზე მეტი;

ბ) ჰიპერტონია 140/90-ზე მეტი;

გ) შაქრიანი დიაბეტი;

დ) პროტეინურია (250 მგ-ზე მეტი 24 საათიან შარდში);

ე) კლირენსი ნაკლები 80 მლ/წთ-ზე;

ვ) შარდკენჭოვანი დაავადება და სხვა პათოლოგიები, რომლებიც იწვევს თირკმლების ფუნქციურ და ორგანულ დაზიანებებს;

ზ) მიკროსკოპული ჰემატურია;

თ) შინაგანი ორგანოების ქრონიკული დაავადებები: ფილტვების ქრ. დაავადება, სიმსივნური პროცესები და სხვ.);

ი) თრომბოზები და თრომბოემბოლიზმი;

კ) სიმსუქნე (იდეალურ წონაზე 30%-ით მეტი წონა).

 

ორგანოებით ვაჭრობა ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, აკრძალული საქმიანობაა და კანონით ისჯება. შესაბამისად, ორგანოს ყიდვა შეუძლებელია.  ჩვენს ქვეყანაში დონორობა წმინდა ალტრუისტული საქმინობაა, იგივე ქველმოქმედებაა. დონორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მას ამაში თანხას არ უხდიან. თუ ადამიანს ესაჭიროება თირკმლის ან ღვიძლის გადანერგვა და მას ჰყავს ახლობელი, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს მისი დონორი, ეს შესაძლებელია და კანონით აკრძალული არ არის.

პოტენციური ცოცხალი დონორისაგან ინფორმირებული თანხმობის მისაღებად მას უნდა განემარტოს:

ა) ორგანოს აღებისათვის საჭირო ოპერაციული ჩარევის სახე, მოცულობა, რისკი, რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება, დონორის ჯანმრთელობაზე ოპერაციული ჩარევის მეყსეული და შორეული, უშუალო და გაშუალებული შედეგების უარყოფითი ზეგავლენის შესაძლებლობა;

ბ) ცოცხალი დონორისაგან აღებული ორგანოს გადანერგვის მოსალოდნელი შედეგის –წარმატების თუ წარუმატებლობის ყველა შესაძლებლობა;

გ) ყველა შესაძლო გარემოება, რამაც შეიძლება იმოქმედოს დონორის გადაწყვეტილებაზე.

 

სხვა სიახლეები
05 დეკ

რა შეიძლება, გაიწეროს საქორწინო კონტრაქტში?

03 დეკ

როგორ ხდება მშობლის უფლების ჩამორთმევა ან აღდგენა?!

30 ნოე

რა არის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება?

20 ნოე

რა არის აუცილებელი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებისათვის?

16 ნოე

არბიტრაჟი - დავა სასამართლოს გარეშე

08 ნოე

რა შემთხვევაში გაუქმდება ჩუქების ხელშეკრულება?

08 ნოე

რა პროცედურებს ითვალისწინებს შვილად აყვანა?

07 ნოე

„კანონმდებლობით გათვალისწინებული შვებულების ხანგრძლივობა ხშირად ირღვევა“

05 ნოე

როგორ მოქმედებს კანონი დანაშაულის შეუტყობინებლობაზე?

02 ნოე

„ხანდაზმულობის გასვლით მოვალე ვალდებულებისგან თავისუფლდება“