error 4605 2018.02.26
„ხანდაზმულობის ვადის გასვლით, კრედიტორის მოთხოვნა მოვალის მიმართ გაქარწყლდება“

 ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ხშირად ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ხანდაზმულ სესხებს აცოცხლებენ. არა და, ასეთ დროს კრედიტორი ითხოვს ხელშეკრულებით ნაკისრი იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლის არსებობაც მოვალეს აღარც კი ახსოვდა. საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს ადვოკატის, ქეთევან ქავთარაძის თქმით, არ შეიძლება, რომ მოვალის სამართლებრივი მდგომარეობა მუდმივად გაუგებარი იყოს; გარდა ამისა, არის გარემოებები, რომლებიც მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ იქამდე, ვალდებულებების შესრულებაზე დაიწყებენ ფიქრს.

 

რა არის ხანდაზმულობა და რა შედეგებს იწვევს ხანდაზმულობის ვადის გასვლა?

 

 ხანდაზმულობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით არის კანონმდებლობით დადგენილი ვადა, რომლის გასვლის შემდგომაც, პირს სხვა პირის მიმართ ეკარგება მოთხოვნის უფლება. სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებას გააჩნია სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა, აღნიშნული ვადა აითვლება სესხის დაბრუნების მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან.

 

რა შეზღუდვას ითვალისწინებს კანონმდებლობა კრედიტორის მოთხოვნის მიმართ?

 

 საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, კრედიტორის მოთხოვნა მოვალის მიმართ შეზღუდულია  ხანდაზმულობის ვადის ფარგლებით.

იმის გათვალისწინებით, რომ არ შეიძლება მოვალის სამართლებრივი მდგომარეობა მუდმივად გაურკვეველი/გაუგებარი იყოს კანონი ადგენს ხანდაზმულობის ვადას, რომლის გასვლის შემდეგაც მოვალე უფლებამოსილია, უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე.

 

რა სახის მოთხოვნებზე არ ვრცელდება კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვა - ხანდაზმულობის ვადა?

 

ხანდაზმულობა ვცრელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე, გარდა პირად არაქონებრივ უფლებებზე და მეანაბრეთა მოთხოვნაზე ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში შეტანილი ანაბრები გამო.

 

ხანდაზმულობის ვადები რომ გვითხრათ?

 

  • - ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს - 10 წელს;
  • - სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს - 3 წელს;
  • უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – 6  წელს.
  • ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან,  შეადგენს - 3 წელია.

ცალკეულ შემთხვევებში, კანონი შეიძლება ითვალისწინებდეს ხანდაზმულობის სხვა სპეციალურ ვადებს.

თუ კრედიტორი მითითებულ ხანდაზმულობის ვადაში სათანადო ფორმით პრეტენზიას არ განუცხადებს მოვალეს, ის კარგავს მოთხოვნის უფლებას.

 

რა მომენტიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადის დინება?

 

  • - ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან.
  • - მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
  • - თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო, განეხორციელებინა ეს მოქმედება.

ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ კრედიტორი არ კარგავს უფლებას მიმართოს სასამართლოს თქვენ მიერ ვალდებულების შესრულების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ,  განაცხადოთ, რომ კრედიტორის მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც წარმოდგენს თქვენს მიმართ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

 

 

იცოდეთ, რომ თუ თქვენ არ მიუთითებთ სასამართლოს, რომ თქვენ მიმართ არსებული მოთხოვნა ხანდაზმულია, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად იმსჯელოს ხანდაზმულობის საკითხზე.

 

გახსოვდეთ, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლა იწვევს კრედიტორის მოთხოვნის გაქარწყლებას მოვალის მიმართ. თუ ასეთ პირობებში მოვალე ნებაყოფლობით შეასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, შემდგომში ის ვეღარ მოითხოვს უკვე შესრულებულის უკან დაბრუნებას.

 

ამასთანავე, უნდა იცოდეთ, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

სხვა სიახლეები
05 დეკ

რა შეიძლება, გაიწეროს საქორწინო კონტრაქტში?

03 დეკ

როგორ ხდება მშობლის უფლების ჩამორთმევა ან აღდგენა?!

30 ნოე

რა არის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება?

24 ნოე

დონაცია საქართველოში - რა პროცედურებთან არის დაკავშირებული ორგანოთა გადანერგვა

20 ნოე

რა არის აუცილებელი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებისათვის?

16 ნოე

არბიტრაჟი - დავა სასამართლოს გარეშე

08 ნოე

რა შემთხვევაში გაუქმდება ჩუქების ხელშეკრულება?

08 ნოე

რა პროცედურებს ითვალისწინებს შვილად აყვანა?

07 ნოე

„კანონმდებლობით გათვალისწინებული შვებულების ხანგრძლივობა ხშირად ირღვევა“

05 ნოე

როგორ მოქმედებს კანონი დანაშაულის შეუტყობინებლობაზე?