მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს სანქციები დაეკისრათ 6091 2018.02.20
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს სანქციები დაეკისრათ

 სესხის შესახებ ინფორმაციის მესამე პირისთვის გამჟღავნების გამო 13 ფინანსური ორგანიზაცია დაჯარიმდა. სანქციები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა თუ ამომღებ კომპანიებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა დააკისრა.

 ინსპექტორ თამარ ქალდანის თქმით, ძირითად შემთხვევებში კომპანიები სესხის ამოღების მიზნით მსესხებლის ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან არაუფლებამოსილ პირებს - მშობლებს, მეგობრებს, მეზობლებს და ამისთვის სოციალური ქსელებიც გამოიყენება.
 
 ამასთან, აპარატის ცნობით, 2017 წელს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების (ბანკები, მიკროსაფინანსოები, ამომღები კომპანიები) მიერ პრობლემური სესხების შესახებ ინფორმაციის მესამე პირებისთვის უკანონოდ გამჟღავნების ან/და ამავე საკითხის შესახებ მესამე პირებთან უკანონოდ დაკავშირების 17 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 4 ხანდაზმული იყო და დანარჩენ 13 შემთხვევაზე კომპანიებს დაეკისრათ ჯარიმა.

 უწყებაში განმარტავენ, რომ პერსონალური ინფორმაციის მესამე პირისთვის გამჟღავნებისთვის კომპანიებს 500-დან 1000-ლარამდე ჯარიმა ეკისრებათ. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა, შესაძლოა, 3 ათას ლარამდე გაიზარდოს.

 

 აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საადვოკატო ბიურო „OK&CG“  ადრეც წერდა.

 ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ გზები, რომლითაც კრედიტორები ვალის ამოღებას ცდილობენ, კანონსაწინააღმდეგოა.  


 „აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით „OK&CG“-ისთვის არაერთ მოქალაქეს მიუმართავს.  რა თქმა უნდა, ამ ქმედებებით სესხის ამომღები კომპანიები ხშირად არღვევენ კანონს, რადგან მსესხებლის პერსონალურ ინფორმაციას მათი ნებართვის გარეშე გასცემენ. როდესაც კრედიტორი ტელეფონის მეშვეობით ახორციელებს ზარს, მოვალის ვალდებულების არსებობის შესახებ გაფრთხილების მიზნით, ინფორმაციის მიმღებ პირს მიეწოდება სრული ინფორმაცია მოვალის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ის. ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება ხდება მოვალის ნებართვის გარეშე, რაც უდავოდ არღვევს მის უფლებებს; ანუ, გამოდის, რომ კრედიტორები ვალის ამოღებას კანონდარღვევით ცდილობენ“- განაცხადა „OK&CG“-ის ადვოკატმა, ანა გორდეზიანმა.

  საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ფინანსური დავალიანებისა და მისი მოცულობის შესახებ ინფორმაცია განეკუთვნება პერსონალურ მონაცემთა კატეგორიას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრაქტიკაში განსაკუთრებით ხშირია ამ მონაცემთა გასაჯაროება მოქალაქის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლის გარეშე. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები, მაგალითად, არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით, მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად, კანონის დასაცავად მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა და სხვ.

 

 ადვოკატ ანა გორდეზიანის განცხადებით, „მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ თუ სესხის ამოღების მიზნით მსესხებლის ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან არაუფლებამოსილ პირებს - მშობლებს, მეგობრებს, მეზობლებს და ამისთვის სოციალური ქსელებიც გამოიყენება, ეს თქვენი უფლებების დარღვევაა; ყველამ უნდა იზრუნონ საკუთარი უფლებების დაცვაზე, რისთვისაც სამართლებრივ გზებს უნდა მიმართონ“.

 

 

სხვა სიახლეები
11 სექ

რამდენად კარგად არის დაცული მომხმარებელთა უფლებები საქართველოში?

05 ივნ

ოთარ კაჭკაჭაშვილი: ექსკურსიების მოწყობა მხოლოდ სპეციალიზებულ ორგანიზაციებს უნდა შეეძლოთ

22 მაი

ოთარ კაჭკაჭაშვილი: თითქმის ყველა წამყვან ბიზნესში მონოპოლიზების ნიშნები შეიმჩნევა

18 მაი

ოთარ კაჭკაჭაშვილი: ტურიზმის სფეროდან შემოსული თანხა სხვა ქვეყნებში გაედინება

16 მაი

ოთარ კაჭკაჭაშვილი: შრომით კანონმდებლობაში ბევრი ლაფსუსია

25 თებ

მეუღლეთა თანასაკუთრება-რა შეიძლება, ჩაითვალოს მეუღლეთა საერთო ქონებად კანონმდებლობის თანახმად?

02 თებ

ვალდებულების შეწყვეტის სხვა საფუძვლები

31 იან

შესაძლებელია თუ არა, საპროცესო შეთანხმებით, ბრალდებული სრულად განთავისუფლდეს სასჯელისგან?

24 იან

რას ითვალისწინებს თხოვების ხელშეკრულება ?

14 იან

„საპროცესო შეთანხმების იძულებით ან დაშინებით დადება დაუშვებელია“