ატესტატებს სამოქალაქო რეესტრი გასცემს1111 2012.10.19
ატესტატებს სამოქალაქო რეესტრი გასცემს
საქართველოს სამოქალაქო რეესტრმა კიდევ ერთი ახალი ფუნქცია შეიძინა. როგორც წყარო იუწყება – ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემა იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში მოხდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს რუსთავის იუსტიციის სახლში ერთობლივი ბრიფინგისაქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი გაბრიელაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ გამართეს.