ნოტარიატის ელექტრონულ სერვისებს სიახლე შეემატა967 2012.10.18
ნოტარიატის ელექტრონულ სერვისებს სიახლე შეემატა
ნოტარიატის ელექტრონულ სერვისებს კიდევ ერთი სიახლე შეემატა. მოქალაქე სანოტარო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ საბუთს გამარტივებული ფორმით, დაჩქარებულად მიიღებს… ელექტრონული პროგრამა ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტის ელექტრონულ რეესტრში დარეგისტრირებისთანავე ავტომატურად ადგენს და ბეჭდავს სანოტარო მომსახურების საზღაურის გადახდის დამადასტურებელ საბუთს – ინვოისს, სადაც დეტალურად არის გაწერილი მოქალაქის მიერ გადახდილი საზღაურის მიზნობრიობა და მითითებულია საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. მომხარებელს უკვე დღეიდან ახალი ელექტრონული სერვისით სარგებლობის საშუალება ექნება.