მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების რეესტრის ფუნქციები1135 2012.10.19
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების რეესტრის ფუნქციები
სულ რამდენიმე დღის წინ, სამ აგვისტოს ამოქმედდა ახალი დადგენილება „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესის“ დამტკიცების თაობაზე. ეს ცვლილება მნიშვნელოვანია იმით, რომ თითოეულ მსგავს ობიექტზე იყოს სათანადო ინფორმაცია, რომ ნებისმიერი მათთან დაკავშირებული პრობლემა დროულად იქნეს აღმოჩენილი და აღმოფხვრილი. აღნიშნული რეესტრის წარმოების წესი შემუშავებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად. მას აწარმოებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯაროსამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების ორგანოები.