რა საშუალებებით გვიცავს კანონი გენდერული დისკრიმინაციისგან?837 2012.10.19
რა საშუალებებით გვიცავს კანონი გენდერული დისკრიმინაციისგან?
ბევრს კამათობთ ისეთ საკითხზე როგორიცაა გენდერული თანასწორობა? და გაქვთ ერთმანეთისგან, ზოგჯერ არც ისე, ზოგჯერ კი რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება? მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად ამდენი აზრის არსებობისა, ეს არის საკითხი, რომელიც ცალსახად და ნათლად განსაზღვრა კანონმდებლობამ და ყველა ჩვენგანი ვალდებულია დაიცვას მისი მოთხოვნები. პირველ რიგში განვმარტავ რომ საქართველოს კანონის „გენდერული თანასწორობის შესახებ“ – მიხედვით,გენდერი– სქესთა შორის ურთიერთობის სოციალურიასპექტი, რომელიც გამოხატულია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და გულისხმობს სოციალიზაციით განპირობებულ შეხედულებებს ამა თუ იმ სქესზე;გენდერული თანასწორობაკი გახლავთ ადამიანის უფლებათა ნაწილი, რომელიც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანასწორ უფლება-მოვალეობებს, პასუხისმგებლობას და თანასწორუფლებიან მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. დისკრიმინაციაზე ხომ ბევრი გსმენიათ?