ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება3547 2024.09.03
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება

სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლის მიხედვით:

- სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდისათვის ჯიუტად თავის არიდება, - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.

 

რა უნდა მოიმოქმედოთ, თუკი მოვალე არ იხდის ალიმენტს?

თუკი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაქვთ ალიმენტის მიღების უფლება და მოვალე თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას - ვერ იღებთ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ თანხას დადგენილი ვადითა და ოდენობით, ასეთ შემთხვევაში:

თქვენი უფლებების დასაცავად შეგიძლიათ  მიმართოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

 

რა უნდა წარადგინოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროში?

ამისათვის დაგჭირდებათ:

• განცხადება

• სასამართლოს გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი

• სააღსრულებო ფურცლის დედანი

• განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

• წარმომადგენლობის შემთხვევაში - მინდობილობის დედანი

• ასევე, საბანკო რეკვიზიტები (სადაც ალიმენტის თანხა უნდა გადაირიცხოს)

 

თქვენი მიმართვის შემდეგ:

აღმასრულებელი მოვალეს უგზავნის წინადადებას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით დაუყოვნებლივ შესრულების შესახებ.

 

ხოლო თუკი მოვალე დაუყოვნებლივ მაინც არ შეასრულებს ვალდებულებას - აღმასრულებელი მიმართავს შემდეგ იძულებით სააღსრულებო მოქმედებებს, მათ შორის, მოვალის რეგისტრაციას მოვალეთა რეესტრში, მისი ქონების მოძიებასა და დაყადაღებას და სხვ.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა ჩნდება.

მიიღეთ კვალიფიციური რჩევა გამოცდილი ადვოკატებისგან!

სხვა სიახლეები
12 ოქტ

რა უნდა შევამოწმოთ ბინის ყიდვამდე საჯარო რეესტრში?

09 ოქტ

როგორ დავარეგისტრიროთ შპს: საჭირო დოკუმენტები და ეტაპები

07 ოქტ

როდის არის თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონო?

30 სექ

უწყების ჩაბარება ოჯახის წევრის მიერ

15 სექ

მემკვიდრეობით მიღებული ვალები გადადის მემკვიდრეზე?

14 მაი

დაუსწრებელი გადაწყვეტილება: რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს?

24 მარ

როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...

06 მარ

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება

25 თებ

შესაძლებელია თუ არა ქორწინების ბათილად ცნობა?

11 თებ

შესაძლებელია თუ არა ანდერძის შეცვლა?