სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები ქართული სამართლის ისტორიის მიხედვით1693 2022.03.13
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები ქართული სამართლის ისტორიის მიხედვით

 

ქართული სამართლის მეცნიერებას დიდი ხნის ისტორია არა აქვს თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა და სამართალი ყალიბდება ჩვ. წელთაღრიცხვამდე პირველ ათასწლეულში, ბუნებრივია« შედარებით დაგვიანებულად წარმოგვიდგება ის ფაქტი, რომ ქართული სახელმწიფოსა და სამართლის კვლევა XVIII საუკუნეში დაიწყო.ქართული სამართლის შესწავლის მოთავედ უნდა მივიჩნიოთ ქართლის მეფე ვახტანგ VI, რომელმაც XVIII საუკუნის დასაწყისში ფართო საკანონმდებლო საქმიანობა გააჩაღა და საქართველოს ისტორიაში ქართული სამართლის პირველი მკვლევრის სახელი დაიმკვიდრა.

    საინტერესოა, რა სისხლისამართლებრივი ბერკეტები არსებობდა ძველ ქართულ ისტორიაში ბრალის დასამძიმებლად და შესამსუბუქებლად. ძველ ქართულ სამართალში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საკითხი მჭიდროდ იყო დაკავშირებუბლი ბრალთან - განზრახვასა და განუზრახველობასთან, ე.ი დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღებოდა დანაშაულის ჩამდენის ნება და ამ ნების ხარისხის მიხედვით დამნაშავეს ან უმსუბუქდებოდა სასჯელი ან თავისუფლდებოდა პასუხისმგებლობისგან. ივ.ჯავახიშვილი აღნიშნავს : „გარდამავლობითი მოქმედებისათვის პასუხისმგებლობის საკითი ნებსითობასა და განზრახვითობაზე იყო დამოკიდებული. ხოლო რაკი განზრახვა და ნებსითობა ადამიანის გონიერების ნაყოფია, ამიტომ თავისთავად ცხადია, რომ ვისაც გონების უმედრება და გონების უძლურება აქვს, ის უსუბუქესად უნდა ყოფილიყო განსჯილი ანდა იქნებ უბრალოდაც კი ყოფილიყო ცნობილი.“ აქედან ჩანს, რომ დამნაშავე შეიძლებოდა პასუხისმგებლობისგანაც გათავისუფლებულიყო, თუ გონებრივად სრულიად სუსტი და უძლური იყო, ანუ ჭკუასუსტი და შეურაცხადი იყო.

   დანაშაულის ჩადენისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ან პასუხისმგებლობისგან სრულიად გასათავისუფლებელ გარემოებად ითვლება თუ დანაშაული ჩადენილი იყო გამოუვალი მდგომარეობის ანუ იძულების გამო. ასეთ გარემოებებში იგულისხმება: თუ დანაშაულის ჩამდენი  მოქმედებდა თავისი უფროსის, მეფის ან სხვა დიდი ხელისუფლის ბრძანების აღსასრულებლად და მათი ბრძანების აღსრულების შიშით ჩაიდინა დანაშაული ან ომიანობისა და თავდასხმის დროს იძულებული იყო თავი დაეცვა და თავდამსხმელი დაეჭირა. იმდროინდელი ქართული ლიტერატურა ასეთ მიზეზებსა და გარემოებებს უწოდებს „ჯეროვან მიზეზს“ , ზოგჯერ კი „საჭირო მიზეზს“.

  რაც შეეხება ბრალის დამამძიმებელ გარემოებებს - ძველ ქართულ სამართალში შემდეგნაირი იყო:

  1. მეორედ ჩადენილი დანაშაული. იგი უფრო მკაცრად ისჯებოდა, როგორც საეკლესიო, ისე საერო სამართლიღ.

  2. ბრალეულობის დამამძიმებელ გარერმოებად ითვლებოდა ასევე თუ დამაშავე ცოდვისმოლყვარე იყო ან უკრძალველობასა და თავხედ კადნიერებას ამჟღავნებდა.

  3. დამამძიმებელ გარემოებად ითვლებოდა ასევე ნათესავისადმი ჩადენილიკ დანაშაული, მკვლელობა, სისხლის აღრევა და მცხირეწლოვანთა გახრწნა.

  4. დამამძმებელ გარემოებად ითვლებოდა ასევე განუკრძალველობა, მათ მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედება უფრო მკაცრად ისჯებოდა, ვიდრე სხვა რიგითი მოქალაქეებისა.

  5. დამამძიმებელ გარემოებად ითვლებოდა ასევე დანაშაულის ჩადენა ე.წ „საპატიჟო ადილებზე“. ბექასა და აღბუღას სამართლით, ჩანს რომ საპატიჟო ადგილები ეკლესია, დიდი სალარო ან სხვა მსგავსი თავშეყრის ადგილებია.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ საინტერესო და ღრმად მეცნიერული გამოკვვლევა აქვს პროფესორ ალექსანდრე ვაჩეიშვილს. ამასთან ალექსანდრე ვაჩეიშვილი იკვლევს პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებებს ვახტანგ VI- ის სამართლის წიგნის მიხედვით.

      ვახტანგ VI- ის სამართლის წიგნის მიხედვით პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებია:

  1. ომის დროს მტრის მოკვლა;

  2. თუ მკვლელობა ჩადენილია დაზარალებულის შეუცნობლად განზრახვის გარეშე.

  3. თუ დამხვდური მოკლავს თავდამსხმელს. მოცემული დანაშაული აუცილებელ მოგერიებას ჰგავს, თუმცფა ბატონი თუ დაესხა თავის ყმას, ამ შემთხვევას კანონი არ აწესრიგებს, კანონი ამ საკითხზე დუმს.

  4. ქმარს უფლება აქვს მოკლას მოღალატე ცოლი. კანონის მიხედვით ასეთი მკვლელობითვის „ არც ძმისგან და არც ნათესავებისგან სისხლი არ ეთხოვების“

  5. ვახტანგის სამართლის წიგნის მიხედვით, ყმას აქვს უფლება მოკლას თავისი ბატონი, თუ მან შელახა მისი ოჯახის ცოლქმრული სიწმინე.

 

ბიბლიოგრაფია :
1) ქართული სამართლის ისტორია - ვალერიან მეტრეველი (2004)
2) ი.სურგულაძე ქართული სამართლის ისტორიის წყაროები (2003)
3) გ.ნადარეიშვილი,ქართული სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია (2004)
4) ივ. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია, თხზულებათა კრებული თორმეტ ტომად, ტ.VI, თბ., 1982, ტ.VII, თბ., 1984.
5)ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის რედაქციით (1963)
6)  ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის რედაქციით,  

                       

 

ავტორი: ნათია ოთიაშვილი ( თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის მეორე კურსის სტუდენტი)

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე