უფლებამოსილება
დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი კანონით განსაზღვრული და ამ მარეგულირებელ ორგანოზე სპეციალურად დელეგირებული უფლებები და მოვალეობები.
1859 ვრცლად ნახვა
უტილიზაცია
ლატარიის, მომგებიანი თამაშობის ბილეთის განადგურება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
1442 ვრცლად ნახვა
უმცროსი ექიმი
თანამდებობა, რომლის დაკავების უფლება აქვს სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს. ამ თანამდებობაზე დანიშნული პირი ექიმის ფუნქციას ასრულებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მითითებითა და პასუხისმგებლობით.
2427 ვრცლად ნახვა
უიმედო სესხი
სასესხო დავალიანება, რომელიც ვერ დაიფარება სასესხო დავალიანების ამოღების უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი ხასიათის ღონისძიებების განხორციელების შედეგად
1213 ვრცლად ნახვა
სასამართლოში ქცევის წესები
სასამართლოში წესრიგის უზრუნველყოფას, ასევე საქმის განხილვის მიმდინარეობისას პროცესის მონაწილეთა და სხდომაზე დამსწრე პირთა მიერ დადგენილი ქცევის წესების დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს შეუფერხებელი საქმიანობისათვის. სასამართლოში წესრიგი დაცვას უზრუნველყოფს სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო სხდომის დარბაზში – სხდომის თავმჯდომარ...
1774 ვრცლად ნახვა
2013 წლის 10 აპრილი
საღამო მშვიდობის მეგობრებო! დღეს 2013 წლის 10 აპრილია, ოთხშაბათი დღე. საადვოკატო ბიურო OK & C–ისთვის სამუშაო კვირის "შუაგული". დღევანდელი დღე ჩვენი ბიუროსთვის სასამართლო პროცესების რაოდენობით გამოირჩეოდა. ჩვენმა ადვოკატებმა სამ სასამართლო პროცესზე დაიცვეს მარწმუნებლის ინტერესები. ტრადიციულად უფასო იურიდიული კონსულტაცია გაეწიათ დაინტერეს...
1185 ვრცლად ნახვა
უსაფრთხოების ზონა
ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტების აქტიური და მასობრივი მოქმედების ზონა.
1203 ვრცლად ნახვა
უსაფრთხოების დეკლარაცია
საგანგებო სიტუაციის რისკის ფაქტორის შეფასების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი ინფორმაცია საშიში საწარმოო ობიექტის შესახებ.
1347 ვრცლად ნახვა
უსაფრთხო პროდუქცია
საქონელი ან მომსახურება, რომელიც ნორმალურად და გონივრულად გამოყენებისას არ შეიცავს რისკს ან შეიცავს მხოლოდ ადამიანთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მაღალი დონის გათვალისწინებით დასაშვებად მიჩნეულ, მინიმალურ რისკს. უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის უზრუნველყოფის შესაძლებლობა ან ნაკლები რისკის შემცველი სხვა პროდუქციის ხელმისაწვდომობა არ არის პრო...
1156 ვრცლად ნახვა