გადაწყვეტილება
დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ კანონის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტი (დადგენილება, გადაწყვეტილება და ა.შ.).
838 ვრცლად ნახვა
გადახდისუუნარობა
მოვალის უუნარობა, დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა. საწარმოს მიერ დადგენილ ვადაში საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების სრულად დაფარვის შეუძლებლობა.
1201 ვრცლად ნახვა
იარაღის გადაფორმებისათვის საჭირო პროცედურები
იარაღის გადაფორმების მიზნით იარაღის მფლობელმა და დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. გადაფორმებისათვის საჭიროა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები: 1) ერთობლივი განცხადება; 2) უფლების გადამცემისა და მიმღების საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები; 3) უფლების მიმღების საცხოვრებელი ...
1909 ვრცლად ნახვა
ბრალდებული
სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი.
854 ვრცლად ნახვა
ბრალდების მხარე
პროკურორი, აგრეთვე დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე და მათი წარმომადგენლები.
1200 ვრცლად ნახვა
ბიუჯეტი
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების შემოსულობების, აგრეთვე მათი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელების ნუსხა, რომლებიც დამტკიცებულია ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების შესაბამისი დონეების მიერ.
904 ვრცლად ნახვა
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა
მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება.
1674 ვრცლად ნახვა
ბინადრობის უფლება
თავდაპირველი საცხოვრებლით სარგებლობის ან მასზე საკუთრების უფლება.
918 ვრცლად ნახვა
ბროკერი
ფიზიკური პირი, რომელიც დამქირავებელი საბროკერო კომპანიის სახელით ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ გარიგებებს ან/და ეწევა ამასთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებას.
1514 ვრცლად ნახვა