რაზეა დამოკიდებული არასრულწლოვნის მიერ დადებული ხელშეკრულების ნამდვილობა? 1517 2018.12.13
რაზეა დამოკიდებული არასრულწლოვნის მიერ დადებული ხელშეკრულების ნამდვილობა?

 ხშირად ისმის კითხვები არასლუწლოვანთა უფლება-მოვალეობების შესახებ; კითვები განსაკუთრებით აქტუალურია არასრულწლოვანთა მიერ ორმხრივი გარიგების დადებასთან დაკავშირებით, კერძოდ, რა სამართლებრივი ეტაპებია გასავლელი და რა შემთხვევაში ჩაითვლება არასრულწლოვნის მიერ დადებული ხელშეკრულება ნამდვილად;

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უფრო ვრცლად, საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის იურისტებისგან შევიტყობთ;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად თუ არასრულწლოვანი დებს ორმხრივ გარიგებას (ხელშეკრულებას) კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე, მაშინ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, შემდგომში მისი წარმომადგენელი მოიწონებს თუ არა მას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი იღებს სარგებელს.

აღნიშნული მუხლის მიზანია არასრულწლოვნის დაცვა იმ მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებისაგან, რომლებიც მის მიერ ხელშეკრულების დადებას შეიძლება მოჰყვეს.

 

მართალია, მცირეწლოვანებისაგან (7 წლამდე) განსხვავებით, არასრულწლოვნებს (7-დან 18 წლამდე) აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ სამოქალაქო ბრუნვაში, მაგრამ მათი ეს მონაწილეობა შეზღუდულია მხოლოდ სარგებლის მომტანი ან ნეიტრალური ხელშეკრულებების დადების შესაძლებლობით. სხვა შემთხვევაში აუცილებელია კანონიერი წარმომადგენლების თანხმობა.

 

სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად არასრულწლოვანის მიერ დადებული გარიგების ნამდვილობისათვის აუცილებელია არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლების წინასწარი თანხმობა. თანხმობა ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა, რომელიც შეიძლება კონკლუდენტურადაც განხორციელდეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარიგების თავისებურებიდან გამომდინარე, სპეციალური ფორმაა დადგენილი.

კანონიერი წარმომადგენლები არიან არასრულწლოვანი პირის მშობლები ან მეურვეები. არასრულწლოვანს არა აქვს თანხმობის მოთხოვნის უფლება. მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლები და მოცულობა განისაზღვრება კანონით. თანხმობის მოცულობა განისაზღვრება იმით, თუ რას ემსახურება იგი. თანხმობა შეიძლება იყოს ერთი გარიგებისათვის გაცემული, მაგალითად, ავტომანქანის ყიდვა, ან გარკვეულ თანხამდე გარიგებებისათვის, მაგალითად, 500 ლარამდე და ა.შ.

 თუ გარიგება არასრულწლოვნისათვის სამართლებრივად სარგებლის მომტანია, მაშინ გარიგება უკვე ნამდვილია და მას არ სჭირდება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. თუ თანხმობა გაცემულია, მაშინ არასრულწლოვნის მიერ დადებული გარიგება ისევე იქნება ნამდვილი, როგორც ქმედუნარიანი პირის მიერ დადებული გარიგება.

 

თუკი არასრულწლოვანი, რომელმაც კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე დადო 63 I მუხლით გათვალისწინებული გარიგება, მის მიერ დადებული მერყევად ბათილი გარიგება არ გახდება ავტომატურად ნამდვილი იმით, რომ ეს პირი გახდა სრულწლოვანი. სრულწლოვანებას მიღწეულმა პირმა თვითონ უნდა გასცეს თანხმობა, რომელიც მანამდე კანონიერ წარმომადგენელს უნდა გაეცა. სრულწლოვანების მიღწევით პირი არა მხოლოდ ქმედუნარიანი ხდება, არამედ კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილებასაც იძენს 63-ე მუხლიდან გამომდინარე ურთიერთობებში.

სხვა სიახლეები
16 ოქტ

იურიდიული მომსახურება, რომელიც კომპანიისთვის ფინანსურად ყველაზე მომგებიანია

16 ოქტ

რისი მოთხოვნის უფლება აქვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კომპენსაციის სახით და რა შემთხვევაში?

16 ოქტ

„მეწილეებიდან ერთ-ერთს 1%-ით მეტი მაინც უნდა ჰქონდეს“ - იურისტ დავით მუმლაძის რჩევები მათ, ვინც საერთო ბიზნესს იწყებს

16 ოქტ

ზეგანაკვეთური შრომა და არასრული სამუშაო განაკვეთი - იურისტი ანა გორდეზიანი შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე

16 ოქტ

ბავშვების მეურვე დედას ქონების ნახევარზე მეტის მიღება შეუძლია - იურისტი ოთარ კაჭკაჭაშვილი განქორწინებასთან დაკავშირებულ დეტალებზე, რომელიც უნდა იცოდეთ

26 სექ

რა შემთხვევაში აქვს დამსაქმებელს თანამშრომლის გათავისუფლების ან ხელფასის შემცირების უფლება

20 აგვ

მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება შეიზღუდება

30 ივლ

ირღვევა თუ არა საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმფცია ?

23 ივლ

რას ნიშნავს „წამლის გამსაღებელი ექიმები“ და პრობლემა, რომლის შესახებაც ექიმების ნაწილი ალაპარაკდა

20 ივლ

რატომაა ოჯახში ძალადობაზე ბრალდებულთა გამართლების მაღალი სტატისტიკა?