error 1188 2018.06.25
როგორ დავიცვათ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები?

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ხშირად გვხვდება პერსონალური მონაცემების მესამე პირებისათვის გამჟღავნების შემთხვევები. თუმცა ასეთ დროს არავინ ითვალისწინებს, რომ   ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მესამე პირისთვის გაზიარებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს იმ პირის ინტერესებს, ვისი ინფორმაციაც ვრცელდება.

 

 „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე მონაცემთა გასაჯაროება და მესამე პირისათვის გამჟღავნება დაუშვებელია. გარდა ამისა, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, ქმედუნარიან პაციენტს უფლება აქვს გადაწყვიტოს, მიიღოს თუ არა ვინმემ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას, მანვე უნდა დაასახელოს ის პირი, რომელსაც ეს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. პაციენტის გადაწყვეტილება და ინფორმაციის მიმღები პირის ვინაობა ფიქსირდება სამედიცინო დოკუმენტაციაში.

 

 ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, დაიცვას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა და არ დაუშვას მისი მესამე პირებისათვის მიწოდება ან/და გასაჯაროება.

 

 თუმცა, არის რიგი შემთხვევები, როცა პაციენტის ოჯახის წევრებს, რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას პაციენტის შემდგომ მკურნალობასა და მოვლაზე,  უფლება აქვთ, იცოდნენ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მაგალითად მაშინ, როცა პაციენტი უგონო მდგომარეობაშია. ამ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემა არის მიზნის პროპორციული და ადეკვატური.

 

  მეორე მხრივ, მონაცემთა დამუშავების საფუძველი სახეზე არ იქნება და პრინციპების დარღვევა მოხდება, თუ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოჯახის წევრისათვის ინფორმაციის მიწოდება მოხდება მაშინ, როდესაც პაციენტი არ საჭიროებს სხვათა დახმარებას მკურნალობის ან თავის მოვლის პროცესში და შეუძლია თავად გადაწყვიტოს, რა ინფორმაციას მიაწვდის ოჯახის წევრებს.

 

 საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს იურისტის, ანა გორდეზიანის განმარტებით, „სამედიცინო დაწესებულებამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეაფასოს, თუ რამდენად არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების მესამე პირებისათვის გაცემა მისაღწევი მიზნის ადეკვატური და პროპორციული და არსებობს თუ არა მონაცემების გაცემის რეალური საჭიროება“.

 

 იურისტი მოქალაქეებს ურჩევს, ყურადღება მიაქციონ სამედიცინო დაწესებულებაში თავიანთი პერსონალური მონაცემების დაცვას და სამედიცინო დაწესებულებების ან მათი პერსონალის მიერ სამედიცინო მომსახურების პროცესში პერსონალური მონაცემების უნებართვოდ გამჟღავნების შემთხვევაში, მიმართონ საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატს.

სხვა სიახლეები
16 ოქტ

საქმიანობები, რომელთა დაურეგისტრირებლად ჯარიმა დაგეკისრებათ

12 ოქტ

„არასრულწლოვნის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება აკრძალულია“

12 ოქტ

მკაცრია თუ არა საქართველოს სავიზო პოლიტიკა?

09 ოქტ

მედიაცია ქართულ კანონმდებლობაში

05 ოქტ

რა სახის პასუხისმგებლობა ეკისრება თავდებს?!

03 ოქტ

როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი თქვენი საავტორო უფლებები დაარღვიეს?

01 ოქტ

რისი უფლება აქვს დასაქმებულს, თუ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლებენ?

29 სექ

რა შემთხვევაში იღებს სასამართლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებას?

27 სექ

დასაშვებია თუ არა საკუთრების უფლებაში ჩარევა?

25 სექ

„პრობლემური სესხების შესახებ ინფორმაციის მესამე პირებისთვის გამჟღავნება უკანონოა“