როდიდან ითვლება პირი უფლებაუნარიანად? ქმედუნარიანად?634 2024.04.24
როდიდან ითვლება პირი უფლებაუნარიანად? ქმედუნარიანად?

ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა

იცით, რას მოიცავს უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის ცნება?

პირველ რიგში, გავიხსენოთ თითოეულის განმარტება სამოქალაქო კოდექსის მიხედვით.

უფლებაუნარიანობის ცნებას განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლი, რომლის მიხედვით:

- ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა – უნარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა დაბადების მომენტიდან.
 

- მემკვიდრედ ყოფნის უფლება წარმოიშობა ჩასახვისთანავე; ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია დაბადებაზე.
 

- ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა წყდება მისი გარდაცვალებით. გარდაცვალების მომენტად ითვლება თავის ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტა.
 

- არ შეიძლება ფიზიკურ პირს წაერთვას უფლებაუნარიანობა.

 

ხოლო ქმედუნარიანობის ცნება მოწესრიგებულია მე-12 მუხლით:

- ქმედუნარიანობა, ანუ ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე.
 

- სრულწლოვანია პირი, რომელმაც 18 წლის ასაკს მიაღწია.
 

- ქმედუნარიანად ითვლება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი (შემდგომ – მხარდაჭერის მიმღები), ანუ პირი, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში...
 

- 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი) ქმედუუნაროდ ითვლება.

 

უფლებაუნარიანობის განმარტება

ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა არის უნარი, პირს ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. უფლებაუნარიანობა ზოგადია და ის ყველას აქვს; ხოლო უფლება კონკრეტულ ურთიერთობებში ვლინდება.

უფლებაუნარიანობა წარმოიშობა დაბადების მომენტიდან, ხოლო წყდება ფიზიკური სიკვდილით და არა ე.წ. „სამოქალაქო სიკვდილით“ (მაგალითად, ბერად შედგომის შემთხვევაში).

გარდაცვალების დროდ კი ითვლება ტვინის ფუნქციონირების შეუქცევადი შეწყვეტა.

 

ქმედუნარიანობის განმარტება

ქმედუნარანობა არის ფიზიკური პირის უნარი თავისი თავისი ნებითა და მოქმედებებით, სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები.

ის, განსხვავებით უფლებაუნარიანობისგან, არ წარმოიშობა დაბადებისთანავე და ყოველთვის დაკავშირებულია ამა თუ იმ გარემოებასთან. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ქმედუნარიანობა წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე (ანუ 18 წლის ასაკიდან), ხოლო 7 წლამდე ასაკის არასრულწოვანი, ანუ მცირეწლოვანი, ქმედუუნაროა.

7-18 წლამდე პირები კი არიან შეზღუდული ქმედუნარიანები, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით.

 

როგორია მოწესრიგება იურიდიული პირების შემთხვევაში?

კითხვების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.