აბორტი - დანაშაული თუ არჩევანი?4888 2018.03.24
აბორტი - დანაშაული თუ არჩევანი?

  აბორტი ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტასთან ასოცირდება და ქართული კანონმდებლობის მიხედვით, იგი შესალებელია, ორსული ქალის თანხმობით გაკეთდეს, მისი თანხმობის გარეშე კი მუხლის მოშლა ნებადართულია უკიდურესი აუცილებლობის ვითარებაში, როდესაც ქალის გადარჩენის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. აბორტი უკანონოდ ითვლება მაშინ, როცა ის კეთდება კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ.


 საქართველოში, 1995 წლიდან აბორტი ლეგალიზებულია, რომელიც ორსული ქალის თანხმობით ხდება. აქედან გამომდინარე აბორტი ისჯება არა როგორც ჩანასახის სიცოცხლისუნარიანობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, არამედ როგორც დანაშაული, რომელიც საფრთხეში აგდებს ქალის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დაცვის ძირითადი ობიექტია ორსული ქალის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

 

 „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში ნათქვამია რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, უფლება აქვს დამოუკიდებლად განსაზღვროს შვილების რაოდენობა და მათი დაბადების დრო.

 

ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ, თუ: 
ა) ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას; 
ბ) ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან ოპერაციამდე გასულია სამი დღის მოსაფიქრებელი ვადა. გასაუბრების დროს ექიმმა უპირატესობა უნდა მიანიჭოს ნაყოფის სიცოცხლის დაცვას. არჩევანი ქალის პრეროგატივაა.


  თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში, აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით. სამედიცინო ჩვენებების ჩამონათვალს ადგენს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო. სოციალური ჩვენებები აგრეთვე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

 ორსულობის შეწყვეტის სამედიცინო ჩვენებები უნდა დადგინდეს ლიცენზირებულ ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ, ან სტაციონალურ დაწესებულებებში, კომისიური წესით, რომლის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: დაწესებულების მთავარი ექიმი, მკურნალი ექიმი, იურისტი და იმ სპეციალობის ექიმი, რომლის სფეროშიც შედის ორსულის დაავადება (მდგომარეობა).

 

 სამედიცინო ჩვენებების არსებობის შემთხვევაში ორსულ მიეცემა დასკვა, რომელშიც აღწერილი იქნება სრული კლინიკური დიაგნოზი. ეს დასკვნა დამოწმებული უნდა იყოს ზემოთ ჩამოთვლილ სპეციალისტების ხელმოწერით და დაწესებულების ბეჭდით.


 თუ ორსულს აქვს ფსიქიკური ან ვენერიული დაავადება, საბუთები ორსულობის შეწყვეტის შესახებ გადაეცემა უშუალოდ იმ საავადმყოფოს სადაც პაციენტს გადაწყვეტილი აქვს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა.
 არის შემთხვევები, როდესაც ორსულის დაავადება არ არის მითითებული ინსტრუქციაში. თუმცა ასეთი დაავადების არსებობის გამო, ორსულობის გაგრძელება არ შეიძლება, რადგან შესაძლოა ორსული ქალის სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდეს. მსგავს შემთხვევებში, საკითხი ორსულობის შეწყვეტის შესახებ იხილება კომისიურად და პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომით.


  გარდა იმ სამედიცინო ჩვენებებისა, როა ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა აუცილებელია, არის სხვა პირობებიც, რომელიც კავშირში არ არის სამედიცინო მდგომარეობასთან: კერძოდ, კანონით ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა ნებადართულია შემდეგ შემთხვვეებში: თუ ქალს არ შესრულებია 15 წელი, თუ ქალის ასაკი გადაცილებულია 45 წელს , თუ ორსულობა გამოიწვია გაუპატიურება და ეს დადგენილია სასამართლოს მიერ.


 საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლის თანახმად, აბორტი, რომელიც კეთდება კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, უკანონოდ ითვლება და დასჯადია. ეს დანაშაული დასრულებულად ჩაითვლება ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის, ანუ დედის ორგანიზმიდან ნაყოფის გამოდევნის მომენტიდან. თუ ზემოთაღნიშნული წესების დარღვევა მოხდა, ეს გამოიწვევს იმ პირის სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას, რომელმაც განახორციელა ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა.