error 302 2018.03.13
„პრობლემური სესხების შესახებ ინფორმაციის მესამე პირებისთვის გამჟღავნება უკანონოა“

 ბოლო პერიოდში პრობლემური სესხების შესახებ ინფორმაციის მესამე პირისთვის უკანონოდ გამჟღავნების საკითხი ძალზე აქტუალურია. მოქალაქეების უმრავლესობა, რომლებიც საკრედიტო ორგანიზაციებიდან სესხებს იღებენ, ხშირად ყოველდღიური შანტაჟისა და მუქარის მსხვერპლნი ხდებიან, რადგან  ე.წ. ამომღები კომპანიები პრობლემური სესხის დაბრუნებას კანონდარღვევებით ცდილობენ. გარდა იმისა, რომ კონტროლს მიღმა მოქმედი კომპანიები მოქალაქეებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ, ზოგჯერ მსესხებლებს სასამართლოს გაყალბებულ გადაწყვეტილებებსაც კი უგზავნიან და მეტიც, ხშირად ისინი მოვალის ფინანსური დავალიანების არსებობისა და მისი ოდენობის შესახებ ინფორმაციას მოვალის ოჯახის წევრებს, მის ახლობლესა და მასთან ერთად მცხოვრებ პირებს აწვდიან; კერძოდ, გაფრთხილების წერილები კრედიტორის მხრიდან ეგზავნება მოვალეს, რომელიც ამ უკანასკნელის თანხმობის მიუხედავად ბარდება მესამე პირებს.

პრობლემა რომ მწვავედ დგას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ გამოქვეყნებული, 2017 წლის ანგარიშიდანაც ირკვევა.

 პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიშის თანახმად, 2017 წელს ინსპექტორის აპარატმა პრობლემური სესხების შესახებ ინფორმაციის მესამე პირებისთვის უკანონოდ გამჟღავნების და მათთან უკანონოდ დაკავშირების 17 ფაქტი გამოავლინა; კომპანიები დაჯარიმდნენ 13 შემთხვევაში. 4 ფაქტზე ჯარიმის დაკისრება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო არ მოხერხდა.

 

„განცხადებებსა და კონსულტაციებში მოქალაქეები საუბრობდნენ სესხის ამომღები კომპანიების მხრიდან მათი ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაციის ოჯახის წევრების, მეზობლების, სოციალურ ქსელებში დამეგობრებული პირების, ან/და თანამ- შრომლებისთვის გამჟღავნების ფაქტებზე. შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ კომპანიების მხრიდან პრობლემური სესხების ამოღების პროცესში ისევ საკმაოდ ხშირად ირღვევა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები. მართალია, ორგანიზაციების (მონაცემთა დამმუშავებლები) ლეგიტიმურ ინტერესს წარმო- ადგენს საკრედიტო დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით მსესხებლებთან მოლაპარაკების წარმოება და ამ მიზნით მესამე პირებთან კომუნიკაციის დამყარება, თუმცა, ამ პროცესში, ასევე, აუცილებელია მონაცემთა დამუშავების კანონით დადგენილი პრინციპების დაცვა. კომპანიის ინტერესების დაცვა არ უნდა ლახავდეს მოქალაქის უფლებებსა და ღირსებას,“-ნათქვამია ანგარიშში.

 

კრედიტორების მხრიდან ვალის ამოღების უკანონობაზე, საადვოკატო ბიურო „OK&CG“ ადრეც წერდა. იურისტ ანა გორდეზიანს მიაჩნია, რომ მოქალაქეებმა საკუთარი უფლებების დაცვაზე მაქსიმალურად უნდა იზრუნონ, რისთვისაც სამართლებრივ გზებს უნდა მიმართონ. თუმცა, მათთან ერთად, სახელმწიფომ უნდა შექმნას შესაბამისი სამართლებრივი ბაზა, რითაც ზემოხსენებული პრობლემა სრულად გადაიჭრება“.

 შეგახსენებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ფიზიკური პირის ფინანსურ დავალიანებასთან დაკავშირებული ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შემცველია და მისი მესამე პირ(ებ)ისთვის გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.

 

სხვა სიახლეები
03 ივლ

გისმენენ? ფარული საგამოძიებო მოქმედებები...

02 ივლ

დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს

29 ივნ

„აღკვეთის ღონისძიება მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას გამოიყენება“

28 ივნ

შესაძლებელია თუ არა, საპროცესო შეთანხმებით, ბრალდებული სრულად განთავისუფლდეს სასჯელისგან?

27 ივნ

რა შემთხვევაში განიხილება საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით?

25 ივნ

როგორ დავიცვათ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები?

22 ივნ

 რა ინფორმაციას ინახავს ჩვენს შესახებ „კრედიტინფო“?

21 ივნ

„ზეგანაკვეთური სამუშაო დრო აუცილებლად უნდა ანაზღაურდეს“

15 ივნ

უდანაშაულობის პრეზუმფცია – ადამიანის უფლებათა დაცვის ფუნდამენტი

13 ივნ

52524 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება